აბუ ლ-ქასიმი
აბუ ლ-ქასიმი | |
---|---|
Ebu'l-Kasım | |
რუმის სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1086 |
მმართ. დასასრული: | 1092 |
წინამორბედი: | სულეიმან იბნ ქუთულმიში |
მემკვიდრე: | ქილიჩ-არსლან I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | —? |
გარდ. თარიღი: | 1092 |
რელიგია: | სუნიზმი |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
აბუ ლ-ქასიმი (თურქ. Ebu'l-Kasım) — რუმის სულთანი 1086-1092 წლებში.
1084 წელს, სულთანმა სულეიმან იბნ ქუთულმიშმა აბუ ლ-ქასიმი ნიკეის მმართველად დანიშნა. სულეიმან I-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილები სელჩუკებმა დააპატიმრეს, რის შემდეგაც აბუ ლ-ქასიმმა თავი რუმის სულთნად გამოაცხადა. სულთნის უფლებამოსილება ბითინიასა და კაპადოკიაში შეზღუდული იყო, რადგან იქ მისი ძმა მმართველობდა. ძალაუფლების დამტკიცების შემდეგ, სულთანმა გადაწყვიტა, რომ მეზობლებზე საკუთარი გავლენა გაეძლიერებინა. ამისთვის, ყველაზე მოსახერხებელი ბიზანტიის იმპერია იყო, მაგრამ ამ მიზნით მხოლოდ აბუ ლ-ქასიმი არ მოძრაობდა – სელჩუკ ამირას, ჩაკას სურდა, რომ საკუთარი თავი იმპერატორად გამოეცხადებინა და პაჭანიკებს კონსტანტინოპოლის ერთობლივი ალყისთვის მოუწოდა. მარმარილოს ზღვაზე კონტროლის დამყარების შემდეგ, აბუ ლ-ქასიმმა გადაწყვიტა საზღვაო ფლოტის ჩამოყალიბება კიოსში და ბიზანტიის ფლოტის გამოწვევა. ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა მის წინააღმდეგ ორი გენერალი — მანუელ ბუტომიტე და ტატიკი გაგზავნა. სულთანის არმია და ფლოტი განადგურდა, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე.
აბუ ლ-ქასიმის წარუმატებელმა ქმედებებმა აღაშფოთა სელჩუკთა სახელმწიფოს მმართველი და მან გადაწყვიტა, რომ პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა სულეიმან იბნ ქუთულმიშის შვილები. ამის შემდეგ, ქასიმის მმართველობა დაემხო და რუმის სულთანი სულეიმან I-ის შვილი — ქილიჩ-არსლან I გახდა.
ლიტერატურა
- Алексиада, 1996. — გვ. 704, ISBN 5-89329-006Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Райс Тамара Т., Сельджуки. Кочевники - завоеватели Малой Азии, 2004. — გვ. 238, ISBN 5-9524-0949-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
წინამორბედი: სულეიმან იბნ ქუთულმიში |
რუმის სულთანი 1086–1092 |
შემდეგი: ქილიჩ-არსლან I |
|