Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted აკაკი წყაროზია (დ. 2 აგვისტო 1988, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, მარტვილის „მერანის“ შემტევი ნახევარმცველი.

კარიერა

კარიერა დაიწყო რუსულ კლუბებში, „ზნამია ტრუდასა“ და პიატიგორსკის „მაშუკში“. 2007 წელს დაბრუნდა საქართველოში და კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ განაგრძო, თუმცა მალევე წავიდა საზღვარგარეთ და სერბეთის დაბალი ლიგის კლუბ „სინდელიჩს“ შეუერთდა, შემდეგ გადავიდა სერბეთის პირველი ლიგის კლუბ „ბეჟანიაში“. 2009 წელს დაბრუნდა სამშობლოში და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ ჩაირიცხა. 2009–10 წლების ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას უკრაინის პირველი ლიგის კლუბ „პრიკარპატიეში“ გადავიდა. შემდეგი სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მოდვალა-ნად-ბოდვოუს „ბოდვას“ შეუერთდა, რომელიც სლოვაკეთის მეორე ლიგაში გამოდიოდა. 2013 წლის ზაფხულში დაბრუნდა საქართველოში და კარიერა „ვიტ ჯორჯიაში“ განაგრძო, 2013-14 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მარტვილის „მერანში“ გადავიდა.

რესურსები ინტერნეტში