სანდრო მრევლიშვილი (რეჟისორი)
ალექსანდრე (სანდრო) მრევლიშვილი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სანდრო მრევლიშვილი | |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ → საქართველოს დროშა საქართველო→ საქართველოს დროშა საქართველო |
პროფესია | რეჟისორი, დრამატურგი, |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
შვილ(ებ)ი | მიხეილ მრევლიშვილი |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ჯილდოები | საქართველოს ღირსების ორდენი |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალექსანდრე (სანდრო) მრევლიშვილი (დ. 10 თებერვალი, 1941, თბილისი — გ. 24 ივნისი, 2019) — ქართველი რეჟისორი, დრამატურგი, პროფესორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1988).[1]
ბიოგრაფია
ალექსანდრე მრევლიშვილის მამა იყო ქართველი მწერალი მიხეილ მრევლიშვილი, დედა – ფაინა კილაძე. მისი ძმა არის ფიზიკოსი, პროფესორი გია მრევლიშვილი. შვილი მიხეილ მრევლიშვილი — რეჟისორი, სცენარისტი.
1958 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. 1958 წელს ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1959 წელს გიორგი ტოვსტონოგოვის რჩევით სწავლა განაგრძო ლენინგრადის ა. ოსტროვსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში (რომელიც 1963 წლიდან გახდა თეატრის, მუსიკის და კინემატოგრაფიის ინსტიტუტი, ამჟამად – პეტერბურგის თეატრალური აკადემია). 1963 წელს დაასრულა აღნიშნული ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, ტოვსტონოგოვის სახელოსნო.
1963-1966 წლებში დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1966-1973 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დამდგმელი რეჟისორი. 1973 წელს დააარსა სახელმწიფო ახალგაზრდული თეატრ-სტუდია „მეტეხის თეატრი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2007 წლამდე. 1994 წელს დააარსა თეატრი „ძველი სახლი“ – პირველი დამოუკიდებელი თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში. 2004 წელს რეჟისორის ინიციატივით და მისი პროექტის მიხედვით აშენდა თეატრი „გლობუსი“[2], რომელსაც ხელმძღვანელობდა 2007 წლამდე.
2014 წელს დააარსა თეატრი „რუსთაველის 19„[3], რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი გარდაცვალებამდე იყო. 2021 წელს თეატრ „გლობუსს“ თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით მიენიჭა სანდრო მრევლიშვილის სახელი.[4]
განხორციელებული დადგმები (შერჩევით)
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი
- 1963: „სასწაულმოქმედი“
- 2008: „კვერცხი“
სოხუმის თეატრი (1963-1966)
- „წყალდიდობა“
- „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“
- „შვეიკი“*
- „დაბურული ტყის ზღაპარი“
- „ოთარაანთ ქვრივი“
კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი (1966-1974)
- „წამება დედოფლისა“
- „შვეიკი“
- „ნუ გეშინია დედა“
მეტეხის თეატრი (1974-2004)
„მოდი ვნახოთ ვენახი“, „ჰამლეტი“, „42-72“, „ბაღლინჯო“, „უბედურება“, „მოსაწყენი დღეების ქრონიკა“, „განკითხვის დღე“ კოლაელ ყმათა წამება“, „კეცხოველი“, „დაელოდე ვარსკვლავთცვენას“ მწუხარე სახის რაინდი“, „მაკბეტი“, „ჯამი განწმენდისა“, „განდეგილი“, „პარტახი“, „საბა ხუროთმოძღვარი“, „სიკვდილმისჯილთა თეატრი“, „შვეიკი“, „დიკტატორი აბაზანაში“, „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, „დიდრო“, „ჭინჭრაქა“, „შეშლილთა ხომალდი“, „გზა“, „უფანდუროდ სამღერი“, „იესო ნაზარეველი“
თეატრი „ძველი სახლი“
- „კვერცხი“
- „მარტორქები ორკესტრში“
- „მაგალითად ჟორჟ“
- „როსტომ მანველიძე“
- „მორფიუმი“
- „იდიოტი“
- „მატყუარები“
- „ბედი მგოსნისა“
- „მამა უბუ“
თეატრი „გლობუსი“
- „თეატრის მოტაცება“
- „დეკამერონი“
- „მატყუარები“
- „სადამსჯელო კოლონიაში“
- „მეფე კვდება“
- „სკამი“
- „პარტახი“
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრი
- „ჭექა-ქუხილი“
- „მოდი ვნახოთ ვენახი“
- „ბერნარდა ალბას სახლი“
- „მარი-ოქტომბერი“
- „სამი და“
- „მარტორქები ორკესტრში“
- „სეილემის პროცესი“
- „ბურატინო“
თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი
- „მე, ბაბუა, დიდრო და ძაღლი“
ზაარბრიუკენის შტადს თეატრი
- „ცხენის ისტორია“
- „იდიოტი“
კრაკოვის თეატრი
- „სტუმარ-მასპინძელი“
თეატრი „ნა ტორგუვკუ“ (ვარშავა)
- „ჭინჭრაქა“
- „სიკვდილმისჯილთა თეატრი“
ლესია უკრაინკას თეატრი (კიევი)
- „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
ტრნვის თეატრი (სლოვაკეთი)
- „ჭინჭრაქა“
სტამბოლის მუნიციპალური თეატრი
- „არგონავტები“
პიესები
„მოდი, ვნახოთ ვენახი“, „განკითხვის დღე“, „ლადო კეცხოველი“, „კოლაელ ყრმათა წამება“, „ჟამი განწმენდისა“, „საბა ხუროთმოძღვარი“, „42–74“, „შეშლილთა ხომალდი“, „ქართული პარადოქსი“, „მარტორქები ორკესტრში“, „მაგალითად, ჟორჟი“, „თეატრის მოტაცება“, „უსაზღვრობა დროთა“, „სკამი“ და სხვ.
პედაგოგიური მოღვაწეობა
1966 წლიდან ასწავლის თეატრალურ ხელოვნებას. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი. 1996–2006 წლებში ხელმძღვანელობდა თეატრალურ სახელოსნოს (კათედრას) ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურის და ხელოვნების უნივერსიტეტში.
წიგნები
- „მსახიობის ოსტატობა“ — სახელმძღვანელო
- „ტოვსტონოგოვის სარეჟისორო გაკვეთილები“ — დამხმარე სახელძღვანელო, პიესების კრებული
ჯილდოები
- 1978: საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება
- 1988: საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება.
- 1994: ღირსების ორდენი
- 1997: კოტე მარჯანიშვილის სახელობის ჯილდო.
- 2000: სახელმწიფო პრემია „სპექტაკლისთვის მარტორქები ორკესტრში“
- 2016: გიორგი ერისთავის სახელობის პრემია.
რესურსები ინტერნეტში
- სანდრო მრევლიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალური თეატრის გვერდი facebook-ზე
სქოლიო
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1988. №7. გვ. 16
- ↑ http://reportiori.ge/old/qartveli.ge?menuid=48&id=68504&lang=1[მკვდარი ბმული]
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-04. ციტირების თარიღი: 2017-09-02.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - აგვისტო 2024
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- დაბადებული 10 თებერვალი
- დაბადებული 1941
- გარდაცვლილი 24 ივნისი
- გარდაცვლილი 2019
- ქართველი რეჟისორები
- ქართველი დრამატურგები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- თბილისში დაბადებულები
- მრევლიშვილები
- თბილისის მახათას მთის პანთეონში დაკრძალულები