ანატოლიის ზეგანი (თურქ. Anadolu Yaylası) — ზეგანი თურქეთში, მცირე აზიის მთიანეთის შიგა ნაწილი. ჩრდილოეთით ესაზღვრება პონტოს მთები, სამხრეთით ტავრის მთები. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 700 კმ-ზე, სიგანე 400 კმ-მდე. ზედაპირი ძირითადად მოსწორებულია; ალაგ-ალაგ აღმართულია დაკბილული ქედებიც. გაბატონებული სიმაღლეები 800–1500 მ. ცალკეული მწვერვალების სიმაღლე 2000 მ აღემატება. არის ჩამქრალი ვულკანები. მაქსიმალური სიმაღლეა 3917 მ (სტრატოვულკანი ერჯიასი).[1]

ანატოლიის ზეგანი
ესკიზის შექმნის შეცდომა:
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
უმაღლესი წერტილი ერჯიასი
სიმაღლე 3917 
სიგრძე 700 კმ
სიგანე 400 კმ
ამგებელი ქანები დანალექი ქანები
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

აგებულია პალეოგენური და ნეოგენური დანალექი ქანებით. ზეგნის საფუძველშია უძველესი მცირე მთის მასივები, რომლებიც აგებულია კამბრიუმამდელი კრისტალური და ნაწილობრივ, პალეოზოური დანალექი ქანებით. სამხრეთში არის ღრმულები, მლაშობები და მარილიანი ტბები. აღსანიშნავია მარილიანი თუზის ტბა. მთავარი მდინარეებია ყიზილ-ირმაქი და საქარია.[1]

დამახასიათებელია სუბტროპიკულ-კონტინენტური ჰავა, გრილი ზამთრით. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში ცენტრალურ ნაწილში — 200 მმ-იდან განაპირა ნაწილებში — 350–500 მმ-მდე. გაბატონებულია რუხი და მურა ნიადაგები. გვხვდება მშრალი სტეპები და ნახევარუდაბნოები. ზეგნის ჩრდილოეთ განაპირა მხარეს მდებარეობს თურქეთის დედაქალაქი ანკარა. განვითარებულია ოაზისური მიწათმოქმედება და მესაქონლეობა.[1]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 Анатолийское плоскогорье | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-01. ციტირების თარიღი: 2020-06-06.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted