ვასილ ანდღულაძე
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ანდღულაძე, ვასილ)
ვასილ ალექსის ძე ანდღულაძე (დ. 28 ნოემბერი [ძვ. სტ. 15 ნოემბერი], 1898, ქ. ოზურგეთი — გ. 14 სექტემბერი, 1958, თბილისი) — ქართველი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1939), პროფესორი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1957).
ბიოგრაფია
1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1938–1958 წლებში განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროპედევტიკული თერაპიის კათედრას, 1938–1947 წლებში თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრას. 1942-1943 წლებში იყო ყირიმისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტების მთავარი თერაპევტ-ტოქსიკოლოგი. ანდღულაძე იკვლევდა ჰიპერტონიული დაავადების საკითხებს. შეადგინა სახელმძღვანელო „მომწამვლელი ნივთიერებებით დაზიანებათა პათოლოგია და თერაპია“ (1957).
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 453.
რესურსები ინტერნეტში
კატეგორია:
- Pages with script errors
- ქართველი თერაპევტები
- დაბადებული 28 ნოემბერი
- დაბადებული 1898
- გარდაცვლილი 14 სექტემბერი
- გარდაცვლილი 1958
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები
- ქართველი პროფესორები
- საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეები
- ოზურგეთში დაბადებულები