შინაარსზე გადასვლა

ნაზიანზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ანძიანძორა)
ნაზიანზი

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted


Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size =

}}
შიდა დაყოფა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მმართველი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაარსდა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პირველი ხსენება [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]]
ფართობი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ცენტრის სიმაღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოფიციალური ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოსახლეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სასაათო სარტყელი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სატელეფონო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საფოსტო ინდექსი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საავტომობილო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოფიციალური საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ნაზიანზი (ბერძ. Ναζιανζός) იგივე ანძიანძორა (ანძანძორა, ანძიანძორი, ანძიაძორი, ანძორეთი — ფორმები ხელნაწერებში) — ისტორიული ადგილი კაპადოკიაში. იყო გრიგოლ ნაზიანზელის (ღვთისმეტყველი) საეპისკოპოსო კათედრა.

დღესდღეობით შემორჩენილია ნანგრევების სახით რომელთა ნახვა შესაძლებელია თურქული დასახლება ბექარლარის (თურქ. Bekârlar) ჩრდილო-დასავლეთით 4 კმ-ში.

ანძიანძორა

XX საუკუნის 80-იანი წლებიდან ქართულ საისტორიო მეცნიერებაში ჩნდება განსაკუთრებული ინტერესი „ქართველ მეფეთა ცხოვრებასა“ და ჯუანშერის „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული ტოპონიმისადმი — „ანძიანძორა“. რამდენიმე ისტორიკოსის (გ. ქავთარაძე, ნ. ხაზარაძე, ვ. გოილაძე, გ. ანჩაბაძე) ინტერესი აღნიშნული ტოპონიმისადმი გამოწვეული იყო, ამ ტოპონიმის, თითქოსდა, უშუალო კავშირითა და გეოგრაფიული მეზობლობით „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ მოხსენიებულ მეორე ტოპონიმთან — „არიან-ქართლი“.

საისტორიო წყაროები

ტოპონიმი „ანძიანძორა“ ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად „მეფეთა ცხოვრებაში“ აზონისა და ფარნავაზის ბოლო ბრძოლის შემდგომ დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით იხსენიება:

ვიკიციტატა
„და მოსწყდეს ორგნითვე ურიცხჳ. ხოლო იძლივნეს ბერძენნი ფარნავაზისაგან. ივლტოდა ბანაკი მათი და მოკლეს აზონ, და ურიცხუნი სპანი მათნი მოსრნეს და ტყუე ქმნნეს. და წარვიდა ფარნავაზ და მოტყუენა საზღვარი საბერძნეთისა ანძიანძორა, და ეკლეცით შემოიქცა. მოვიდა კლარჯეთს და დაიპყრა კლარჯეთი, და წარმოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა[1].“

„ქართლის ცხოვრების“ სხვადასხვა ხელნაწერში ამ ტოპონიმის აღსანიშნავად გვაქვს შემდეგი ფორმები: „ანძანძორა“, „ანძიანძორისა“, „ანძანძორისა“, ხოლო გამოცემის ძირითადი ტექსტის ფორმა „ანძიანძორა“ რედაქტორისეული კონიექტურაა.

იგივე ტოპონიმი, ქალაქად იხსენიება მეორე ქართველი მემატიანის, ჯუანშერის თხზულებაში — „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“. კერძოდ, მემატიანე გვაწვდის ცნობას ვახტანგ მეფის მიერ განვლილი გზის შესახებ საქართველოდან პონტომდე:

ვიკიციტატა
„წარვიდა ვახტანგ პონტოს და მოაოჴრნა გზასა ქალაქნი სამნი: ანძორეთი, ეკლეცი და სტერი[2].“

ამ შემთხვევაში, სხვადასხვა ხელნაწერებში გვაქვს ვარიანტული ფორმები — „ანძორეთი“, „ანძიაძორი“, „ანძიანძორი“.

იქვე ჯუანშერს მოაქვს ვახტანგ გორგასლის სიტყვები, რომლის მიხედვითაც, ამ ქალაქში დიდი მოძღვრის, გრიგოლის საფლავი ყოფილა:

ვიკიციტატა
„ხოლო წყობა პირველთა მეფეთა იყო ანძიანძორს, სადა უკუე აწ არს საფლავი დიდისა მოძღურისა გრიგოლისი, და მუნით იოტნეს მეფენი ჩუენნი[3].“

სასულიერო მწერლობა

ბიზანტიური სასულიერო მწერლობის ქართულ თარგმანებში, კერძოდ, გრიგოლ ღვთისმეტყველი ნაზიანზელის თხზულებებში და გრიგოლ ხუცესის თხზულებაში — „გრიგოლ ნაზიანზელის ცხოვრება“, რომლის ოცამდე ხელნაწერით შემორჩენილი ორი ქართული თარგმანი არსებობს — ექვთიმე მთაწმიდლისა და ეფრემ მცირესი, კაპადოკიის ქალაქ ნაზიანზის აღსანიშნავად სხვადასხვა ფორმა გვხვდება. „ცხოვრების“ ექვთიმე ათონელისეული თარგმანის შემცველ ხელნაწერებში გვხვდება: ნანძიანძოჲ, ნანძიანძორი, ნანძიანძოე, ანძიანძორი, ანძიანძო. ხშირად ერთსა და იმავე ხელნაწერში გვაქვს სხვადასხვა ფორმა, მაგ. ერთ ხელნაწერში (A) გვხვდება როგორც ნანძიანძოჲ, ასევე — ანძიანძორი. სხვა ხელნაწერებში (BCKM) გვხვდება როგორც ნანძიანძოე, ასევე — ნანძიანძორი. „ცხოვრების“ ეფრემ მცირისეული თარგმანის შემცველ ხელნაწერებში ჩვენთვის საინტერესო ტოპონიმი სულ ორი სახითაა წარმოდგენილი: ანძიანძოჲ და ანძიანძორი. გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა ხელნაწერებში ქალაქ ნაზიანზის ტაძარს ეწოდება „ანძიანძორის საყდარი“, „ნანძიანძორის ეკლესია“, ხოლო თავად გრიგოლ ღვთისმეტყველსა და მის მამას, როგორც ნაზიანზის ეპისკოპოსებს, ეწოდებათ „ანძიანძორეველი“, „ნანძიანძორელი“.

ლიტერატურა

  • ნიკოლოზიშვილი, ნიკოლოზ, „ანძიანძორის ლოკალიზაცია და მისი მნიშვნელობა ქართლის სამეფოს ისტორიისთვის“, ჟურნ. „საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, IX, თბ., 2008, გვ. 87-102

სქოლიო

  1. ქართლის ცხოვრება, ტ. I, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ. 1955, გვ. 23.
  2. ქართლის ცხოვრება, ტ. I, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ. 1955, გვ. 160.
  3. ქართლის ცხოვრება, ტ. I, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ. 1955, გვ. 160.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted