არგიშთი I
არგიშთი I | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: არგიშთი I-ის ძეგლი ერებუნის მუზეუმში ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ურარტუს მე-5 მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 786 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 764 |
წინამორბედი: | მენუა |
მემკვიდრე: | სარდურ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახ. ძვ. წ. 768 |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 764 |
მამა: | მენუა |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
არგიშთი I — ურარტუს მეფე (ძვ. წ. 786 - ძვ. წ. 764). მენუას ძე. მის დროს ურარტუ წინა აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ გადაიქცა. დიდი წარმატებები მოიპოვა არგიშთი I-მა ასურეთთან ბრძოლაში, აგრეთვე ჩრდილოეთ სირიის, ურმიისპირა რაიონისა და სამხრეთ ამიერკავკასიის დასაუფლებლად გამართულ ომებში. არგიშთი I-ის დროს ამიერკავკასიაში, არარატის ველზე, ააგეს დიდი ურარტული ციხე-ქალაქები ერებუნი (ახლანდელი არინ-ბერდი) და არგიშთიხინილი. არგიშთი I-ის დროს დაიწყო სევანისპირა რაიონების დაპყრობა. საქართველოს ტერიტორიამდე მოაღწია არგიშთი I-ის სახელით შედგენილმა მრავალმა ურარტულმა წერილობითმა ძეგლმა, მ. შ. ვანის კლდეზე ამოკვეთილმა მატიანის ხასიათის წარწერამ. 1985 წელს თურქეთში ჰანაკთან აღმოაჩინეს ფუჩღულეთის ურარტული წარწერა, რომელშიც აღწერილია მეფე არგიშითის ბრძოლები.
ლიტერატურა
- მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 556.
|