ასტონ ვილა (საფეხბურთო კლუბი)
ფაილი:Aston Villa.svg | |||
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი ასტონ ვილა | ||
---|---|---|---|
მეტსახელი | Lions(ლომები) | ||
მოკლე სახელი | ვილა | ||
დაარსდა | მარტი, 1874[1] | ||
სტადიონი |
ვილა პარკი[2] (ტევადობა: 42 657[3]) | ||
მწვრთნელი | უნაი ემერი | ||
კაპიტანი | ტაირონ მინგსი | ||
ლიგა | პრემიერ ლიგა | ||
2023-24 | მე-4 ადგილი | ||
|
„ასტონ ვილა“ (ინგლ. Aston Villa Football Club) — საფეხბურთო კლუბი ინგლისში, რომელიც დაარსდა უიტონში, ბირმინგემში, 1874 წელს. საშინაო შეხვედრებს მართავს სტადიონ — „ვილა პარკზე“ 1897 წლიდან.
ასტონ ვილა არის ერთ-ერთი უძველესი და წარმატებული კლუბი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში. ვილამ 1981–82 წლებში მოიგო ევროპის თასი და იმ ხუთ ინგლისურ კლუბს შორის შედის, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა აქვთ მოგებული.
გუნდის ისტორიული მტერია ბირმინგემ სიტი, სწორედ ამ ორ გუნდს შორის იმართება უძველესი ბირმინგემული დერბი, რომელიც პირველად 1879 წელს გაიმართა.
„ასტონ ვილამ“ ისტორიის განმავლობაში 110 სეზონი ჩაატარა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ „ევერტონს“ აქვს (121).
კლუბს ისტორიაში 7-ჯერ აქვს მოგებული ინგლისის უმაღლესი დივიზიონი, მათ შორის ბოლო 1981 წელს.
ბირმინგემული კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი, 657 მატჩი ჩარლი აიტკენს აქვს ჩატარებული. მეორე ადგილზე 531 მატჩით ბილი უოკერია, მესამე ადგილზე გორდონ კოუენსი - 508.
ყველაზე მეტი გოლი „ვილას“ მაისურით ბილი უოკერმა გაიტანა - 244 ბურთი. მას 2 გოლით ჩამორჩება ჰარი ჰემპტონი (242), სამეულს 187 გოლით ჯონ დევი ხურავს.
კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი მუსა დიაბია, რომლის ტრანსფერიც „ასტონ ვილას“ 2023 წლის ზაფხულში £51,9 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა.
მათ ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი ჯეკ გრილიშია. „მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ £100 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.
„ასტონ ვილა“ ამჟამად თამაშობს ვილა პარკზე, რომელიც 42,657 მაყურებელს იტევს.
ფეხბურთელები
მიმდინარე შემადგენლობა
<templatestyles src="Template:Football squad player/styles.css" /> შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი.
- Aston Villa News – Sky Sports.
- ასტონ ვილა - კუთვნილი კომპანიები მონაცემთა ბაზაში OpenCorporates.
- ასტონ ვილა Facebook-ზე.
- ასტონ ვილა ტვიტერზე.
სქოლიო
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Getting to Villa Park. Aston Villa F.C. ციტირების თარიღი: 19 March 2012.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
|