ასხის მასივი
ასხის მასივი[1] — კავკასიონის სამხრეთი კალთის კირქვული ზოლის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და მაღალი კარსტული მასივი ლეჩხუმ-იმერეთ-ოდიშის საზღვარზე, მდინარე ტეხურსა და ცხენისწყალს შორის. ასხის მასივის უმაღლესი მწვერვალია გადრეკილა (2519 მ). მასივი ცნობილია კარსტული წარმონაქმნებით (თურჩუ-ტობის მიწისქვეშა დინება, ჯორწყუს მღვიმე, ქვიბიას პოლიე). ზღვის დონიდან 2000-2100 მ სიმაღლეზე მდებარეობს სამკუთხედის ფორმის უტყეო პლატო „მოედანი“, რომელზეც მრავალი კარსტული ძაბრია. მასივის ნაწილში სუბალპური და ალპური მდელოებია, ქვემოთ — წიფლის ტყეები.
ასხის მასივი | |
---|---|
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ესკიზის შექმნის შეცდომა: საქართველო |
უმაღლესი წერტილი | გადრეკილა |
სიმაღლე | 2519 მ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 664.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted