აშშ-ის სამოქალაქო ომი

თარგი:Stack

ფაილი:US Secession map 1861.svg
შტატების სტატუსები 1861 წელს.
   1861 წლის 15 აპრილამდე გამოყოფილი შტატები
   1861 წლის 15 აპრილის შემდეგ გამოყოფილი შტატები
   გაერთიანებული შტატები სადაც მონობა ნება დართული იყო
   გაერთიანებული შტატები სადაც მონობა აკრძალული იყო
   ტერიტორიები

ამერიკის სამოქალაქო ომი (1861-65), აგრეთვე ცნობილი როგორც ომი სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის — ომი ჩრდილოეთის ინდუსტრიულ შტატებსა და სამხრეთის მონათმფლობელურ შტატებს შორის. სამხრეთის თერთმეტი მონათმფლობელური შტატი აშშ-ს გამოეყო და ამერიკის შტატების კონფედერაცია ჩამოაყალიბა. ჯეფერსონ დეივისის მეთაურობით ეს შტატები აშშ-ის ფედერალური მთავრობის (იუნიონის) წინააღმდეგ იბრძოდა. ფედერალურ მთავრობას მხარს უჭერდა ყველა თავისუფალი შტატი და მათი მოსაზღვრე ხუთი მონათმფლობელი შტატი.

1860 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტია, აბრაამ ლინკოლნის ხელმძღვანელობით, მოუწოდებდა მონათმფლობელობის გავრცელების შეზღუდვაზე იმ შტატების გარეთ, სადაც ის უკვე არსებობდა. რესპუბლიკელთა გამარჯვებამ არჩევნებში გამოიწვია შვიდი სამხრეთის შტატის კავშირიდან გასვლა, 1861 წლის 4 მარტს ლინკოლნის პრეზიდენტის პოსტზე ასვლამდე. არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომმა ადმინისტრაციებმა უარყვეს ამ შტატების კავშირიდან გასვლის ლეგიტიმურობა და ის აჯანყებად მიიჩნიეს.

1861 წლის 8 თებერვალს 11-მა მონათფლობელურმა შტატმა (34 შტატიდან) დააფუძნა ახალი სახელმწიფო, ამერიკის კონფედერაციული შტატები, რომლის დედაქალაქიც იყო რიჩმონდი. 4 მარტის საინგურაციო სიტყვაში პრეზიდენტი ლინკოლნი დაპირდა სამხრეთის შტატებს, რომ ძალადობრივად არ გააუქმებდა მათ ტერიტორიაზე მონობას და მოუწოდა შეეწყვიტათ გამოყოფის პროცესი. მიმართვამ შედეგი ვერ გამოიღო. ლინკოლმა და კონფედერაციის პრეზიდენტმა, ჯეფერსონ დევისმა, სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადეს. პირველი შეტაკებები მოხდა ჩარლსტონის პორტში. ომის პირველ წლებში სამხრეთი ხშირად იმარჯვებდა ბრძოლებში, მაგრამ ნელ-ნელა ჩრდილოეთმა (მათ კავშირს - union უწოდებდნენ) მოიპოვა უპირატესობა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა გეთისბერგთან, 1863 წლის ივნისში, სადაც სამხრეთელები დამარცხდნენ. შემდგომში კი დაკარგეს ატლანტა და რიჩმონდი. 1865 წლის 9 აპრილს კონფედერაციის მთავარსარდალი, გენერალი რობერტ ლი, იძულებული გახდა დანებებოდა კავშირის მთავარსარდალს, ულის გრანტს. სამოქალაქო ომი ჩრდილოეთის გამარჯვებით დასრულდა. ამ ომის შემდგომ კი კონსტიტუციაში შევიდა მეცამეტე დამატება და აიკრძალა მონობა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.

სამხედრო შეტაკებები დაიწყო ბრძოლით ფორტ სამტერთან 1861 წლის 12 აპრილს და დასრულდა 1865 წლის 26 მაისს სამხრეთელთა არმიის ნარჩენების კაპიტულაციით. ომის პერიოდში სულ დაახლოებით 2 ათასამდე ბრძოლა გაიმართა. დანაკარგთა საერთო რაოდენობამ ორივე მხარეს შეადგინა 600 ათასი მოკლულითა და 281.9 ათასი დაჭრილით, რაც აღემატება ყველა სხვა ომს, რომელშიც აშშ-ს მონაწილეობა მიუღია.

იხილეთ აგრეთვე

შენიშვნები

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ლიტერატურა

  • Commager, Henry Steele (ed.). The Blue and the Gray. The Story of the Civil War as Told by Participants. (1950), excerpts from primary sources
  • Hesseltine, William B. ed.; The Tragic Conflict: The Civil War and Reconstruction (1962), excerpts from primary sources
  • Simpson, Brooks D. et al. eds. The Civil War: The First Year Told by Those Who Lived It (Library of America 2011) 840pp, with 120 documents from 1861 online reviews

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted