ხონთქარა
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ბარაბული)
ხონთქარა, ბარაბული (ლათ. Mullus) — თევზების გვარი ქორჭილასნაირთა რიგისა. მათი წაგრძელებული სხეული მსხვილი ქერცლითაა დაფარული. ზურგზე 2 ფარფლი აქვთ. გავრცელებული არიან ატლანტიკის ოკეანეში, ხმელთაშუა, შავ და აზოვის ზღვებში. შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გვხვდება ჩვეულებრივი ხონთქარას ქვესახეობა – Mullus barbatus ponticus. ამ გვარის წარმომადგენლები ზომით პატარა თევზებია, 8-15 სმ სიგრძისა. ძვირფასი თევზია, აქვს ძალიან გემრიელი ხორცი. იჭმება ნედლი, დამარილებული, შებოლილი დაკონსერვებული.
ლიტერატურა
- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 497.
რესურსები ინტერნეტში
- www.fishbase.org - ხონთქარა (ინგლისური)
- fossilworks.org - ხონთქარა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ინგლისური)