ბაქარი და ბაკური
ბაქარი, ბაქარ მირიანის (უმცროსი) ძე, ბაქარ I — ქართლის მეფე IV ს. 50-60-იან წლებში – ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“-ს თანახმად. მემატიანეს ცნობით ბაქარი რომის იმპერატორს კონსტანტინეს მძევლად ჰყავდა წაყვანილი. როდესაც მირიანმა ქრისტიანობა მიიღო და თავისი საბრძანებელი ახალ სარწმუნოებაზე განამტკიცა, იმპერატორმა ქართველი უფლისწული სამშობლოში დააბრუნა.
ბაქარი ფრიად მორწმუნე იყო. მან „მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა“. ბაქარის მშვიდობიანი მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი გამეფებიდან მოკლე დროში ქართლში შინა აშლილობა დაიწყო, რადგან სომხეთის სამეფო კარმა განიზრახა ქართლის ტახტზე რევ მირიანის ძის შთამომავალი დაესვა. რევის ძენი ქართლის ტახტის მემკვიდერეებად თვლიდნენ თავს. ბაქარმა დახმარებისათვის ირანს მიმართა. ირანი დაეხმარა და მოწინააღმდეგეებს სძლია. ბაქარმა რევის შთამომავლებს მირიანისაგან გადაცემული სამფლობელოებიდან მხოლოდ კუხეთი დაუტოვა, ხოლო საერისთავოს ცენტრი იყო რუსთავი. აგრეთვე ჩამოართვა პირობა, რომ ისინი ტახტისათვის ბრძოლას თავს დაანებებდნენ. სამეფო საქმეების მოწესრიგების შემდეგ ბაქარმა კვლავ საქვეყნო საქმეებს მიხედა. ააშენა წილკნის ეკლესია, „განამრავლა მღდელნი და დიაკონნი“.
ბაკური, ბაკურ რევის ძე, ბაკურ II — ქართლის მეფე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით. (ბაქარ მირიანის ძის მეფობის დათარიღება: ვახუშტი ბატონიშვილი 342-364 წ., გ. მელიქიშვილის IV ს. 40-60 წ. ვ. გოილაძე 334-356 წ. ა. ბოგვერაძე ეყრდნობა „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ცნობას და ბაკურ რევის ძის მეფობას განსაზღვრავს IV ს. მე-2 ნახევრით).
მოღვაწეობა, გარდაცვალება, შთამომავლობა – ორი ტრადიცია
აღნიშნული ორი წყარო ერთის შეხედვით ერთი და იგივე პიროვნებაზე საუბრობს ოღონდ სახელის ოდნავი დამახინჯებით. სინამდვილეში ეს ორი სხვადასხვა პიროვნება პარალელურად მეფობდა ერთსა და იმავე დროს. ოღონდ ბაქარი იჯდა მცხეთის ტახტზე, ხოლო ბაკური კი მამამისის რევის ტახტზე უჯარმაში. ორ მატიანეთა მიერ მოთხრობილ სამეფო ისტორიის აღნიშნულ პერიოდში ორი დამოუკიდებელი ისტორია განპირობებული იყო მცხეთის ტახტის გამო წარმოშობილი ქიშპობით. ერთის მხრივ მასზე პრეტენზიას აცხადებდა რევის შთამომავლობა ბაკურის სახით, მხარდაჭერილი სომხეთის სამეფოს მიერ და მეორეს მხრივ მისი რეალური პრედენდენტი იყო მირიანის ძე ბაქარი, რომელიც კონსტანტინოპოლის მძევლობიდან პატივით დაბრუნებულს მირიან მეფემ თავად დაადგა თავზე სამეფო გვირგვინი.
ბაქარი და ბაკური მეფეები
ქართული მატიანეთა გადმოცემით იბერიის სამეფო ტახტი მირიანის შთამომავლობიდან ძეებს უნდა დაემკვიდრათ და იქიდან გამომდინარე რომ ძეებიდან ქართლში მარტო რევი იყო შესაბამისად თუ ბაქარი არ დაბრუნდებოდა ტახტზე რევი უნდა ასულიყო. მაგრამ ისტორია შებრუნდა და ბაქარი დააბრუნეს მძევლობიდან დიდი პატივით ხოლო რევი კი მიიცვლება ჯერ კიდევ მირიანის სიცოცხლეში. რევს კი რჩება ორი ძე ბაკური და თრდატი. სწორედ რევის გარდაცვალების შემდეგ იწყება ქიშპობა იბერიის ტახტის მემკვიდრეობაზე მირიანის ძის ბაქარისა და რევის ძე ბაკურს შორის. საბოლოოდ ბაქარის შთამომავლობას „ბაქარიანებად“, რევის შთამომავლობას „რევიანებად“, ხოლო მათი დის შთამომავლობას, მისი მეუღლის ფეროზის გამო „ფეროზიანელებად“ მოიხსენებენ.
ორმეფობა
ქართლის ცხოვრებაში ისევე როგორც ქართლის მოქცევაში კონკრეტულ ამ პერიოდში ვხვდებით განსხვავებას ისტორიებში. "ქართლის ცხოვრება" იუწყება რომ მირიანის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა მეფე ბაქარი, ხოლო მეორე წყარო ქართლის მოქცევა კი იძახის რომ გამეფდა სახელად ბაკურიო. როგორც მატიანეები იუწყებიან ბაქარი მირიანის ძე, ხოლო მეორე ბაკური კი მირიანის ძის (რევის) წული იყო. სახეზე გვაქვს ორმეფობა, რომელიც მსგავსად ქარძამი და ბრატმანიდან მოყოლებული ხუთი თაობა გრძელდებოდა და რომელსაც ორივე მატიანე აღიარებს როგორც ორმეფობას. აღნიშნულ შემთხვევაში ვიცით, რომ მცხეთის გარდა არსებობდა უჯარმა, სადაც იყო რევიანთა შთამომავლობა დასახლებული. ხოლო ბაქარის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ რევიანებს მოუწიათ მცხეთის ტახტის დათმობა და თავიანთი ისტორიის (ქართლის მოქცევა) აღწერა უჯარმაში მცხეთის ისტორიისაგან (ქართლის ცხოვრება) დამოუკიდებლად. რევიანების შთამომავლობის მიერ გამოწვეული პრეტენზია მცხეთის ტახტისათვის ნახსენებია ქართლის ცხოვრებაში, რომელიც ხელწერილით დასრულდა.
შესაბამისად ბაქარანები გამოცხადდნენ ტახტის მემკვიდრეებად ხოლო დამარცხებულმა მხარემ (რევიანებმა) მართალია დათმეს მცხეთის სამეფო ტახტზე პრეტენზია მაგრამ ბაქარიანები ისევე როგორც სახელი "ბაქარი" საბოლოოდ ამოიძირკვება უჯარმული მატეანე - ქართლის ცხოვრებიდან. რევიანების შტო მცხეთის ტახტზე შეძლებენ ასვლას მხოლოდ მაშინ როდესაც ბაქარიანი მეფე "ვარაზ-ბაქარი" (რევიანთათვის კი ვარაზ-ბაკური) მოიყვანს თრდატის ქალიშვილს.
მას შემდეგ, რაც რევაითა მოთხოვნა მცხეთის სამეფო ტახტის ფლობაზე არ დაკმაყოფილდა, კახეთ-კუხეთის ერისთავებმა თავი მირიანის ტახტის გამგრძელებლებად ჩათვალეს, ოღონდ ისხდნენ უჯარმაში. ბაქარიანთა მოდგმას ისინი მირიანის სამართალმემკვიდრეებად არ თვლიდნენ, არც მათ უპირატესობას აღიარებდნენ და არც მცხეთის ტახტზე პრეტენზიას აღარ აცხადებდნენ. ქართლის მოქცევის მიხედვით მირიან მეფის შემდეგ გამეფდა რევის ძე სახელად ბაკური.[1]
ვახტანგ გორგასალის ცხოვრება
„ქართლის ცხოვრებაში“ ბაკურ II იხსენიება არაბიზებული ფორმით — ბაქარ, წარმოდგენილის ქართლის 25-ე მეფედ და მეფე მირიანის ძედ. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, უფლისწულობაში ბაკურ II იმპერატორ კონსტანტინეს წაუყვანია მძევლად ბიზანტიაში, ქართლის გაქრისტიანების შემდეგ კი სამშობლოში დაუბრუნებია ქართლში გამეფების შემდეგ ბაკურ II-მ ქრისტიანად მოაქცია კავკასიელთა უმრავლესობა, მამამისს გაუქრისტიანებელი რომ დარჩა. ბაკურ II-ს მტრობა ჰქონდა სომხებთან, რომლებიც ცდილობდნენ ქართლის სამეფო ტახტზე ბაკურის ძმის რევისა და თრდატ სომეხთა მეფის ასულის სალომეს შვილის გამეფებას. მაგრამ ბაკურ II-მ შეძლო სომხების დამარცხება ჯავახეთში და მათი განდევნა. ამის შემდეგ ბაკურ II-მ სპარსეთისა და ბიზანტიის მეფეების შუამდგომლობით თავის ძმისწულებსა და რძალს სალომეს შემდეგი შინაარსის ხელწერილი („ხელით-წერილი“) დაადებინა: ვიდრე იქნებიან ბაქარის შთამომავლები, რომლებსაც შეეძლებათ მეფობა, რევის შთამომავლები მათ მეფობაში არ უნდა შეეცილონ. ბაკურ II-მ მთელი თავისი ცხოვრება „დიდსა სარწმუნოებასა შინა აღასრულნა, და განამრავლნა მღვდელნი და დიაკონნი ყოველსა ქართლსა და რანსა ეკლესიათა მსახურებად“. როგორც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, ისე „ქართლის ცხოვრება“ ბაკურ II-ს მიაწერს წილკნის ეკლესიის შენებას.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ბოგვერაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1997. — გვ. 338.
- ვახუშტი ბატონიშვილი, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმ. ყაუხჩიშვილის მიერ. „ქართლის ცხოვრება“. ტ. IV. თბ., 1973.
- გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის ) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, საქ. მეც. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IV. ნაკ. I. 1958.
- ვ. გოილაძე, ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ. 1990.
- ლ. ჯანაშია, აღმოსავლეთ საქართველო (ქართლი) IV-V ს., სინ, ტ. II. თბ. 1973.
- ა. ბოგვერაძე, სტ. ბაკური, ქსე, ტ. 2.
- მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი (2007). საქართველოს მეფეები. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, წიგნსაცავის განყოფილება, K 281.358/3, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, გვ. 33, 34. ISBN 99928-58-36-2Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
სქოლიო
- ↑ მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდისეული ვერსია. [თავი ა~]. გვ. 4, 5.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted