დავით ბებუთოვი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ბებუთოვი, დავით)
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4f/D.O._Bebutov_%28A%29.jpg/250px-D.O._Bebutov_%28A%29.jpg)
დავით იოსების ძე ბებუთოვი (ბებუთაშვილი) (დ. 1793, თბილისი – გ. 1867, ვარშავა) ― გენერალ-ლეიტენანტი.
ბიოგრაფია
1811 წელს ხერსონის პოლკში ჩაირიცხა იუნკრად. 1814 წელს მონაწილეობდა რუსეთის არმიის საზღვარგარეთის ლაშქრობაში. 1829 წლიდან კავკასიაში მსახურობდა. 1832 წელს მონაწილეობა მიიღო ჩაჩნეთის სამხედრო ექსპედიციაში. 1834 წელს ფელდ-მარშალ თ. პასკევიჩის ხელქვეით მყოფი კავკასიის პოლკების ნაკრებთან ერთად პოლონეთში გაემგზავრა. 1838 წელს პოლკოვნიკობა მიიღო. 1853-1856 წლებში მონაწილეობდა ყირიმის ომში. შემდეგ პოლონეთში მსახურობდა. აქვე მიიღო გენერალ-მაიორის, შემდეგ გენერალ-ლეიტენანტის წოდება. სიცოცხლის ბოლო წლებში ქ. ვარშავის სამხედრო კომენდანტი იყო.
ლიტერატურა
- ქსე, ტ. 2, გვ. 262, თბ., 1977