ბევერლი ჰილზი, 90210
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ბევერლი ჰილზი, 90210 (ინგლ. Beverly Hills, 90210) — ამერიკული ტელესერიალი და თინეიჯერული დრამა, აარონ სპელინგის პროდიუსერობით. მისი პრემიერა გაიმართა 1990 წლის 4 ოქტომბერს. იგი შედგება 10 სეზონისგან. შოუ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელ მსოფლიოში, წარმოადგენდა რა თინეიჯერული დრამის ჟანრის ერთ-ერთ პირველ ნიმუშს.
სერიალი მოგვითხრობს ტყუპი უოლშების (ბრენდასა და ბრენდონის) ისტორიას, რომლებიც ცივი მინესოტიდან კალიფორნიაში გადადიან საცხოვრებლად. ახალი სახლი, ახალი სკოლა, ახალი მეგობრები და უამრავი პრობლემა ჩნდება. 90210 მოიცავდა ალკოჰოლიზმის, სუიციზმის, ძალადობის, ჰომოსექსუალთა უფლებების, ანტისემიტიზმის, ნარკომანიისა და სხვა საზოგადოებრივ პრობლემებს. შოუს პოპულარობამ პიკს მიაღწია 1991 წლის ზაფხულში, როდესაც ტელეკომპანია ’ფოქსის’ ეთერში გადიოდა ე,წ. ’ზაფხულის სეზონი’.
შოუს საწყის სამსახიობო ფლოტს შეადგენდნენ: ჯეისონ პრისლი, შენონ დოერთი, ჯენი გართი, იან ზერინგი, გაბრიელა კარტერისი, ლუკ პერი, ბრაიან ოსტინ გრინი და ტორი სპელინგი. სერიალი 1990-იანების სატელევიზიო სიმბოლოდ იქცა, ხოლო შოუს ვარსკვლავები. ჯეისონ პრისლი და განსაკუთრებით ლუკ პერი თინეიჯერთა კუმირები გახდნენ. სწორედ შოუს ასეთმა პოპულარობამ განაპირობა ის ფაქტი, რომ გადაწყდა მისი გადამუშავებული ვერსიას გადაღება, სადაც პრაქტიკულად 10 წლიანი ლოდინის შემდეგ შენონ დოერთი, ჯენი გართი და ტორი სპელინგი დაბრუნდნენ.