შინაარსზე გადასვლა

ბელინსგაუზენის ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბელინსჰაუზენის ზღვა)
ბელინსგაუზენის ზღვა
ფაილი:Bellingshausen Sea (15734346366).jpg
ბელინსგაუზენის ზღვის ყინულები
ზოგადი ინფორმაცია
ოკეანის აუზი სამხრეთის ოკეანე
ტიპი განაპირა ზღვა
ფართობი 487 ათ. კმ²
უდიდესი სიღრმე 4470 
კუნძულ(ებ)ი პეტრე I-ის კუნძული
ალექსანდრე I-ის მიწა
მარილიანობა 33,5 
ბელინსგაუზენის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე
ბელინსგაუზენის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე

ბელინსგაუზენის ზღვა — განაპირა ზღვა სამხრეთის ოკეანეში, ანტარქტიდის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ, კუნძულ ალექსანდრე I-ის მიწასა და ტარსტონს შორის. ფართობი 487 ათ. კმ². ზღვის სიღრმე მერყეობს 410-4470 მეტრებს შორის. ნაპირები მთაგორიანია და შემოფარგლულია შელფური მყინვარებით. დიდი კუნძულებია პეტრე I-ის კუნძული და ალექსანდრე I-ის მიწა. წყლის ტემპერატურა ჩრდილო ნაწილში დაახლოებით 0°C, სამხრეთში — 1°C. მარილიანობა ზაფხულში დაახლოებით 33,5 ‰. ზღვის დინებები აჩენენ წყლის ბრუნვას საათის ისრის მიმართულებით. მთელი წლის მანძილზე ზედაპირის დიდი ნაწილი უკავია მოტივტივე ყინულებსა და აისბერგებს, რომლებიც ზამთარ-გაზაფხულის თვეებში მთლიანად ფარავენ ზღვის ზედაპირს. მდიდარია ფაუნით. ბელინსგაუზენის ზღვა აღმოაჩინა ფადეი ბელინსგაუზენის და მიხეილ ლაზარევის ექსპედიციამ 1821 წელს. სახელი დაერქვა რუსი მკვლევრის, ადმირალ ფადეი ბელინსგაუზენის პატივსაცემად, რომელიც ამ ტერიტორიას 1821 წელს იკვლევდა.

რესურსები ინტერნეტში