ბერნარდო ო’ჰიგინსი
ბერნარდო ო’ჰიგინს რიკელმე (დ. 20 აგვისტო, 1776, ჩილიანი, ჩილე — გ. 24 ოქტომბერი, 1842, ლიმა, პერუ) — ჩილეს სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ამერიკის ესპანურ კოლონიებში დამოუკიდებლობისათვის ომის (1810–1826 წწ.) ერთ–ერთი ხელმძღვანელი. ჩილეს გენერალ კაპიტნისა (1788–1796) და პერუს ვიცე–მეფის (1796–1801) ა. ო’ჰიგინსის შვილი. განათლება მიიღო პერუში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში. ჩილეში დაბრუნდა 1802 წელს და ჩაერთო ქვეყნის განმათავისუფლებელ ბრძოლაში. იყო ქალაქ ჩილიანის გუბერნატორი, ეროვნული კონგრესის დეპუტატი (1811). შედიოდა სამთავრობო ხუნტაში (1811–1814). 1813–1814 წწ. ჩილეს მთავრობის მეთაური. 1818 წელს ხელი მოაწერა ჩილეს დამოუკიდებლობის დეკლარაციას და გაატარა სახელმწიფო რეფორმები. რეაქციული კონსერვატიული წრეების ზეწოლის შედეგად იძულებული იყო გადამდგარიყო (1823 წ.). ემიგრაციაში იყო პერუში, სადაც სიღარიბეში გარდაიცვალა.
რესურსები ინტერნეტში
- Web Blog of Respetable Lodge Bernardo O'Higgins # 392 - Of Free and Acepted Masones of the Argentina, Argentine Freemasonery
- Sepúlveda, Alfredo: Bernardo O'Higgins: The Rebel Son of a Viceroy
- ბერნარდო ო'ჰიგინსის საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted