ტუია
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ბიოტა)
ტუია (ლათ. Thuja) — წიწვოვან მცენარეთა გვარი კვიპაროზისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია. მათი სიმაღლე 20—60 მ აღწევს. აქვთ ბრტყელი ყლორტები, ქერქლისებრი მოპირისპირედ განლაგებული წიწვები, პატარა და მოგრძო გირჩა.
გვარი შეიცავს 5 სახეობას, რომლებიც ბუნებრივად არიან გავრცელებულ ჩრდილოეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ აზიის სუბტროპიკული ზომიერი ჰავის სარტყლებში. ბიოტას სამშობლოდ ითვლება ჩინეთი და კორეა.
კავკასიაში (მათ შორის საქართველოში) მწვანე მშენებლობაში იყენებენ ინტროდუცირებულ 3 სახეობას, რომლებიც მაღალდეკორატიულობითა და გვალვაგამძლეობით გამოირჩევა. ტუიას მერქანი რბილია, ხმარობენ ქაღალდის მრეწველობაში. ტუია გვალვაგამძლეა. კარგად იტანს სხვლას.
გალერეა
ლიტერატურა
- ლორია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 67.