ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატი
ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატი — სალოცავი ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას ნასოფლარ ბოჭორმის შუაგულში, მთის ფერდობზე.
საკულტო ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა (4 X 2,8 მ), ნაშენია ფიქლით. წყობა მშრალია. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ინტერიერში ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კუთხე და დასავლეთ კედელი მომრგვალებული აქვს. სამხრეთ კედელში კვადრატული სარკმელია, ჩრდილოეთისაში - პატარა ნიში. სახურავი ცალფერდაა. გადახურულია სიპებით.
ლიტერატურა
- ბაქრაძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2008. — გვ. 71.