კონსტანტინე გაგუა
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან გაგუა, კონსტანტინე)
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი კონსტანტინე რომანოზის ძე გაგუა (დ. 12 აგვისტო, 1885, სოფელი ტალერი, ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 28 აგვისტო, 1947, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, მეთოდისტი.
ბიოგრაფია
1906 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, ხოლო 1911 წელს ყაზანის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა ხაშურის, ქუთაისის, ბათუმის კლასიკურ გიმნაზიებში, თბილისის რეალურ სასწავლებელში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის გამგედ. მას ეკუთვნის შემდეგი სტატიები: „მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშები“, კრებული „შოთა რუსთაველი სკოლაში“, „ქართული ლიტერატურის ქრესტომათა“ და სხვ.
ლიტერატურა
- სამადაშვილი ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1997. — გვ. 530.