გლენ გულდი
გლენ გულდი (დ. 25 სექტემბერი, 1932, ტორონტო, კანადა — გ. 4 ოქტომბერი, 1982, იქვე) — კანადელი პიანისტი, კომპოზიტორი და ორგანისტი.
გლენ გულდი დაიბადა ტორონტოში 1932 წელს, მას ბავშვობიდანვე ჰქონდა კლასიკის სიყვარული. 15 წლის იგი უკვე პროფესიონალურ პიანისტად ითვლებოდა და მალევე მოიპოვა საზოგადოების პატივისცემა. კარიერის მანძილზე გულდს ბახის უამრავი ინვენცია, პარტიტა, სუიტა, პრელუდია და ფუგა, აგრეთვე კონცერტები, გოლდბერგის ვარიაციები, ფუგის ხელოვნება და სხვა ნაწარმოები აქვს შესრულებული და რედაქტირებული. იგი ცნობილია როგორც ერთ-ერთი დიდი ფიგურა მეოცე საუკუნის საშემსრულებლო ხელოვნებაში.
რესურსები ინტერნეტში
- ვიკისაწყობის ლოგო შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გლენ გულდი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- გლენ გულდი. Findagrave
- გლენ გულდის ნამუშევრები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. WorldCat