ამირან გომართელი
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი ამირან იოსების ძე გომართელი (დ. 11 აგვისტო, 1946, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1998).
ბიოგრაფია
1969 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1973-2006 წლებში იქვე კითხულობდა ლექციებს. 1973-1989 წლებში მუშაობდა უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე, 1989-2006 წლებში იყო ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის კათედრის გამგე, 1997-2005 წლებში — ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. 1999 წლიდან რედაქტორობდა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის ალმანახს „ლიტერატურა და სხვა“. 2015 წლიდან ჟურნალ „ცისკარი 1852“-ის მთავარი რედაქტორი.[1]
გომართელმა არაერთი წერილი მიუძღვნა XIX-XX საუკუნეებში ქართულ მწერლობას, მათ შორის აღსანიშნავია „ქართული სიმბოლისტური პროზა“ (1997), ლიტერატურული წერილები და ესეები (2005). წიგნისათვის „ჭირთა თქმა სჯობს“ (1985) გომართელს მიენიჭა ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია (1986). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997), პრემია „საგურამო“-თი (2014). <templatestyles src="ფაქტი/styles.css" />არის საჩხერის საპატიო მოქალაქე (2022). [წყარო არ არის მითითებული 507 დღე]
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2012. — გვ. 88.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- ვიკიპედია:სტატიები წასაშლელი დებულებებით
- დაბადებული 11 აგვისტო
- დაბადებული 1946
- თბილისში დაბადებულები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ქართველი ლიტერატურათმცოდნეები
- ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორები
- ქართველი პროფესორები
- საგურამოს პრემიის ლაურეატები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საჩხერის საპატიო მოქალაქეები
- გომართელები