მაქსიმ გორკი
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფსევდონიმი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პერიოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Magnum opus | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
მაქსიმ გორკი (რუს. Максим Горький, ნამდვილი სახელი და გვარი — ალექსი მაქსიმეს ძე პეშკოვი რუს. Алексей Максимович Пешков; დ. 28 მარტი [ ძვ. სტ. 16 მარტი], 1868, ნიჟნი-ნოვგოროდი — გ. 18 ივნისი, 1936, გორკი, მოსკოვის ახლოს) — რუსი მწერალი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი; ე. წ. სოციალისტური რეალიზმისა და საბჭოთა ლიტერატურის ფუძემდებელი.
ბიოგრაფია
მამა ადრე დაკარგა. დედის გათხოვების შემდეგ ბედის ანაბარა დარჩა. თვითნაკითხობით ღრმა და ფართო განათლება მიიღო. 1891 წელს გორკი სამხრეთისაკენ გამოემგზავრა. იმავე წლის 1 ნოემბერს თბილისს ჩამოაღწია. აქვე მოეწყო მუშად ამიერკავკასიის რკინიგზის სახელოსნოში. თითქმის მთელი წელი იცხოვრა საქართველოში. თბილისში გორკი პირველად დაუკავშირდა რევოლუციონერებს, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. თბილისში, კრასნოგორსკის ქუჩაზე (ახლანდელი მაქსიმ გორკის ქუჩა, ძველი თბილისის რაიონი), მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა „კომუნა“; აქ გამართულ საღამოებს მრავალრიცხოვანი აუდიტორია ჰყავდა. გორკი მოხსენებებით გამოდიოდა თბილისის სხვადასხვა უბანში, დაუახლოვდა ჩუღურეთის რევოლუციურ ორგანიზაციას, სადაც მას ამარაგებდნენ აკრძალული ლიტრით.
თბილისში დაიწერა და 1892 წლის 12 სექტემბერს გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნდა გორკის პირველი მოთხრობა „მაკარ ჩუდრა“. თბილისშივე დაწერა პოემა „ქალიშვილი და სიკვდილი“, ასევე რამდენიმე მოთხრობა, რომლებიც მოგვიანებით დაიბეჭდა. 1898 წელს გორკი მეორედ ჩამოვიდა თბილისში, 1900 წლის ზაფხულში კი ა. ჩეხოვთან, მხატვარ ვ. ვასნეცოვსა და ექიმ ა. ალექსინთან ერთად მესამედ ესტუმრა საქართველოს და ორ კვირაზე მეტხანს დარჩა. 1903 წლის ზაფხულში გორკი, თითქმის ერთი თვით, კვლავ ესტუმრა საქართველოს. თან ახლდნენ მეუღლე ე. პეშკოვა, გამომც. „ზნანიეს“ დირექტორი კ. პიატნიცკი და სხვ., იყო ბათუმში, სოხუმში, ბორჯომში, აბასთუმანში, ქუთაისში, რაჭაში. ადგილობრივმა პრესამ სათანადოდ გააშუქა მწერლის ჩამოსვლა. არქივებში შემონახულია ჟანდარმერიის დოკუმენტები, რომლებშიც აღნიშნულია გორკის მონაწილეობა თბილისის და ქუთაისის არალეგალური წრეების მუშაობაში, მის მიერ გაწეული ფულადი დახმარება სოციალ-დემოკრატთა სასარგებლოდ.
1905 წელს გორკი ბოლშევიკური პარტიის რიგებში შევიდა. 1906 წლის დასაწყისში იგი პარტიის დავალებით საზღვარგარეთ გადავიდა საცხოვრებლად. 1907 წელს სათათბირო ხმის უფლებით დაესწრო პარტიის V ყრილობას ლონდონში. 1928 წელს გორკი მეხუთედ ესტუმრა საქართველოს. მაშინ საბჭოთა კავშირი საზეიმოდ აღნიშნავდა გორკის დაბადების 60 წლისთავს. ეს იუბილე საგანგებოდ აღნიშნეს საქართველოშიც. მოეწყო გორკის საჯარო გამოსვლები, შეხვედრები მწერლებსა და ჟურნალისტებთან. მეექვსედ (უკანასკნელად) მწერალი 1929 წლის ზაფხულში ჩამოვიდა საქართველოში, ისვენებდა გაგრაში. ერთი დღით ეწვია თბილისს, შეხვდა ქართველ მწერლებს. მოგზაურობით მიღებული შთაბეჭდილებანი ასახა ნარკვევში „საბჭოთა კავშირში“ (1929).
1931 წელს გორკიმ გამოგზავნა წერილი, რომლითაც ასე მიმართა ქართველ ხალხს: „თქვენი ქვეყნის ულამაზესმა ბუნებამ და თქვენმა რომანტიკულმა სიფაქიზემ – სწორედ ამ ორმა ძალამ მომცა ბიძგი, რამაც მე, მაწანწალა, ლიტერატორად მაქცია“[1].
ლიტერატურა
- გვენეტაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2012. — გვ. 122-123.
- გვენეტაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1978. — გვ. 229-230.
- Архив А. М. Горького, т. 1–14, М., 1939–76;
- Полн. собр. соч. Художественные произведения, т. 1–25, М., 1968–76;
- თხზულებანი, ტ. 1–10, თბ., 1956–68.
- გვენეტაძე გ., მაქსიმ გორკი და ქართველი საზოგადოებრიობა, თბ., 1968;
- ა. მ. გორკი. ბიბლიოგრაფიული საძიებელი, თბ., 1968;
- კაკიაშვილი გ., მაქსიმ გორკი საქართველოში (ბიბლიოგრაფია), თბ., 1969;
- ციციშვილი გ., ქართველი საზოგადოებრიობა და მაქსიმ გორკი, თბ., 1977;
- Гвенетадзе Г. Д., Максим Горький и грузинская литературная мысль в начале ХХ века, Тб., 1961;
- Имедадзе В. К., Горький в Грузии, Тб., 1958; Летопись жизни и творчества А. М. Горького, т. 1–4, М., 1958–60.
სქოლიო
- ↑ Горький М., Собр. соч. в тридцати томах, т. 25, ც. 414
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- რუსი მწერლები
- დაბადებული 1868
- გარდაცვლილი 1936
- მაქსიმ გორკი
- საბჭოთა რომანისტები
- საბჭოთა მამაკაცი მწერლები
- XX საუკუნის რუსი მამაკაცი მწერლები
- საბჭოთა არამხატვრული მწერლები
- საბჭოთა დრამატურგები
- სოციალისტური რეალიზმის მწერლები
- რუსი ათეისტები
- XX საუკუნის რუსი დრამატურგები
- რუსი მამაკაცი დრამატურგები
- რუსი მამაკაცი რომანისტები
- რუსი მემუარისტები
- ფსევდონიმიანი მწერლები
- XIX საუკუნის რუსი რომანისტები
- XX საუკუნის რუსი რომანისტები
- XIX საუკუნის რუსი დრამატურგები
- XIX საუკუნის რუსი მამაკაცი მწერლები
- რსდმპ-ის V ყრილობის დელეგატები