დიანე კრუგერი
დიანე კრუგერი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted კრუგერი 2019 წელს | |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1992-დღემდე |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
შვილ(ებ)ი | 1 |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დიანე კრუგერი (გერმ. Diane Kruger; დ. 15 ივლისი, 1976, ალგერმისენი, გერმანია) — გერმანელი მსახიობი და ყოფილი მოდელი. საყოველთაო ცნობადობა შეიძინა „ტროაში“ (2004) განსახიერებული ელენეს როლითა და „უსახელო ნაბიჭვრებში“ შესრულებული ბრიჯითის როლით. დიანეს ხშირად მოიხსენიებენ „დაიანით“ — მისი სახელის ინგლისური ვარიანტის მიხედვით.
ბიოგრაფია
დიანე გერმანიის დაბა ალგერმისენში დაიბადა ჰაიდკრუგერის გვარით. დედამისი მარია-თერეზა ბანკის მუშაკია, მამამისი ჰანს-ჰაინრიხ ჰაიდკრუგერი კი კომპიუტერების სპეციალისტი. დიანე რომაულ-კათოლიკური სულისკვეთებით აღიზარდა და კათოლიკური სკოლა დაამთავრა. დიანეს ალკოჰოლი 20 წლამდე გასინჯული არ ჰქონდა, რადგან მამამისისგან არც თუ სახარბიელო მაგალითი ჰქონდა თვალწინ. დიანესთან ერთად იზრდებოდა მისი უმცროსი ძმა შტეფანიც. დედამისმა ქალიშვილი სტუდენტურ გაცვლით პროგრამაში მოახვედრა, რათა დიანეს ინგლისური ენის ცოდნა გაეუმსჯობესებინა. მოზარდობისას დიანეს ბალერინობა სურდა, ამიტომაც ლონდონის სამეფო საბალეტო სკოლაში ჩაეწერა კურსებზე. მაგრამ ფეხი დაიშავა და ბალერინის კარიერასაც ჩამოშორდა. დიანე პარიზში გაემგზავრა და მოდელის კარიერა დაიწყო.
კარიერის დასაწყისი
1991-92 წლებში დიანემ სერიოზული ნაბიჯები გადადგა მოდის ბიზნესში. მან პრესტიჟულ კონკურს "წლის გარეგნობაში" მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილიც დაიკავა. დიანე ფოტომოდელი გახდა და სააგენტო „Elite“-თან გააფორმა კონტრაქტი. დიანემ ისეთი გრანდების სამოსის ჩვენება დაიწყო, როგორებიცაა Christian Dior, Yves Saint Laurent, Jil Sander, Dolce & Gabbana, Armani. გარდა პოდიუმისა, დიანე ჩნდებოდა ჟურნალების „Vogue“ და „ELLE“ გარეკანზე. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა კინოში ეცადა ბედი.
1997 წელს მან ლუკ ბესონის „მეხუთე ელემენტის“ გადაღებისას სინჯები გაიარა, მაგრამ იმხანად ფრანგულის ენის არასაკმარისად ცოდნის გამო როლი ვერ მიიღო. თუმცა სწორედ ბესონმა ურჩია დიანეს გვარი შეემოკლებინა და კრუგერი გამხდარიყო. პარიზში ყოფნისას École Florent-ში მსახიობის ოსტატობის კურსების გავლა დაიწყო და პედაგოგების ქებაც დაიმსახურა.
დინეს დებიუტი 2002 წელს შედგა მცირებიუჯეტიან ფილმში „ვირტუოზი“, რომელიც რეჟისორმა ჟან-პიერ რუმ გადაიღო, ხოლო მთავარ როლებზე დენის ჰოპერი და ქრისტოფერ ლამ,ბერტი იყვნენ დაკავებულნი. ფილმის პრემიერა თურქულ ტელეარხზე გაიმართა, რის შემდეგაც VHS-სა და DVD-ზე ჩაიწერა და სხვადასხვა ქვეყანაში გაიყიდა მცირე ტირაჟებით. ფილმს 2002 წელს კიდევ ერთი ეპიზოდური როლი მოჰყვა სედრიკ კლაპიშის ფილმში "არც თანახმა და არც წინააღმდეგი (არამედ სრულიად პირიქით)". 2003 წელი მართლაც წარმატებული გამოდგა დიანესთვის — ფილმმა „მიშელ ვალიანი — სიჩქარის წყურვილი“ მას ევროპის მასშტაბით ცნობადობა შესძინა.
აღიარება
მსოფლიო აღიარება მსახიობს 2004 წელს ეწვია, როდესაც ზედიზედ 4 ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ისტორიული ფილმის „ტროას“ გადაღებისას წარმატებით გაიარა ქასთინგი და ელენეს როლიც მიიღო. დიანესთან ერთად ფილმში ჰოლივუდის პირველი კლასის ისეთი მსახიობები ასრულებდნენ როლებს, როგორებიცაა ბრედ პიტი, შონ ბინი, ორლანდო ბლუმი და სხვები.
თუმცა ეს როლი დიანეს იოლად არ რგებია, რადგან ელენეს შერჩევისას 3000 ქალმა გაიარა სინჯები. გადამწყვეტ ფაქტორი კი ის აღმოჩნდა, რომ ელენე ძალიან ლამაზ, მაგრამ უცნობ მსახიობ ქალს უნდა განესახიერებინა. რეჟისორ ვოლფგანგ პეტერსონის მოთხოვნით, დიანეს 7 კგ მომატება მოუწია, რათა ელენე ეკრანზე უფრო პუტკუნა გამოჩენილიყო. თუმცა დიანეს მსხვერპლმა გაუმართლა, 2004 წელს მსოფლიო ეკრანებზე გამოსულმა „ტროამ“ 500 მლნ დოლარი მოიტანა. პრემიერის შემდეგ კი პრესამ დიანეს „ჰოლივუდის აღმოჩენა“ უწოდა. მას მერე დიანემ არაერთ მაღალბიუჯეტიან ფილმში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მეორე გახმაურებული ფილმი მაინც კვენტინ ტარანტინოს უსახელო ნაბიჭვრებია, რომელიც 2009 წელს გამოვიდა მსოფლიო ეკრანებზე.
რესურსები ინტერნეტში
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- დიანე კრუგერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Fascination-ზე
- დიანე კრუგერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted AskMen-ზე