ზიარება
ზიარება, ევქარისტია — ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო — მორწმუნის მიერ ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღება. საგანგებო ღვთისმსახურების — წირვის დროს, პური და ღვინო სიმბოლურად ქრისტეს ხორცად და სისხლად იქცევა, რომლის მიღებით მორწმუნე ქრისტეს სიწმინდეს ეზიარება და ცოდვებისაგან იწმინდება, რათა საიქიოში ცხონდეს. მართლმადიდებლური ეკლესიის წესით ზიარება ყველა მორწმუნეს შეუძლია, ასევე კათოლიკურშიც და პროტესტანტულშიც, მაგრამ კათოლიკურ ეკლესიაში და პროტესტანტულში ზიარების დროს გამოიყენება აუფუებელი ჰოსტია, განსხვავებით მართლმადიდებლებისგან, რომლებიც ზიარების დროს გამოიყენებენ აფუებულ სეფისკვერს. საეკლესიო მოძღვრება ზიარების საიდუმლოს დაწესებას იესო ქრისტეს მიაწერს (მისი ვნების წინ, საიდუმლო სერობის დროს). ზიარების საიდუმლო სიმბოლურად გამოხატავს მორწმუნეთა მიერ ქრისტესადმი სამადლობელო უსისხლო მსხვერპლს. ასეთ გაგებას ეფუძნება ზიარების ბერძნული სახელწოდება ევქარისტია („მადლობა“). არ არის განსაზღვრული, თუ რა სიხშირით უნდა ეზიაროს მართლმადიდებელი.
ლიტერატურა
- „რელიგიები საქართველოში“, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 126, ISBN 978-9941-0-0902-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1979. — გვ. 519.