ელიზბარ ქსნის ერისთავი (XVII საუკუნე)

(გადამისამართდა გვერდიდან ელიზბარ ქსნის ერისთავი (XVII ს.))

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

ფაილი:St. Bidzina, st. Elizbar and st. Shalva icon.jpg
წმინდა ბიძინა, ელიზბარ და შალვა, მ. საბინინი

ელიზბარ იესეს ძე ქსნის ერისთავი (ჩანს 1634 — გ. 18 სექტემბერი, 1662) — კახეთის აჯანყების (1660) ერთ-ერთი მეთაური.

ელიზბარი იყო იესე ქსნის ერისთავის ძე. ჰყოლია მეუღლე მარიამი (ჩანს 1644, გვარი უცნობია) და შვილები — დავითი (ჩანს 1678-1686) და რევაზი (ჩანს 1678-1692). 1660 წელს იყო კახეთში ირანის ბატონობის წინააღმდეგ მიმართული აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

აჯანყების ჩაქრობის შემდეგ ირანის შაჰმა დასასჯელად განჯის ხანს გადასცა, განჯის ხანმა კი იმ თურქმანულ ტომებს, რომლებიც აჯანყების დროს ამოწყვიტეს. თურქმანებმა ის ბიძინა ჩოლოყაშვილთან და შალვა ქსნის ერისთავთან ერთად წამებით მოკლეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ელიზბარ ქსნის ერისთავი ჩამოასვენეს და იკორთაში, ერისთავების საგვარეულო მონასტერში დაკრძალეს. ქართულმა ეკლესიამ ელიზბარ ქსნის ერისთავი ისევე, როგორც აჯანყების სხვა წამებული გმირები, წმინდანად შერაცხა. მათი ხსენების დღეა 18 სექტემბერი (ახ. სტ. 1 ოქტომბერი).

ლიტერატურა