რეალ ვალიადოლიდი (საფეხბურთო კლუბი)
ფაილი:რეალ ვალიადოლიდის ლოგო.svg | |||
სრული სახელი | Real Valladolid Club de Fútbol, S.A.D. | ||
---|---|---|---|
მეტსახელი |
პუსელა (ესპ. Pucela) თეთრ-ვიოლეტები (ესპ. Blanquivioletas / Albivioletas) | ||
დაარსდა | 1928 | ||
სტადიონი |
ნუევო ხოსე სორილია ვალიადოლიდი, კასტილია და ლეონი (ტევადობა: 26,512 მაყურებელი) | ||
პრეზიდენტი | ესპანეთის დროშა კარლოს სუარეს სურედა | ||
მწვრთნელი | ესპანეთის დროშა პაკო ერერა | ||
ლიგა | სეგუნდა დივიზიონი | ||
2015-16 | მე-16 ადგილი | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
„რეალ ვალიადოლიდი“ (ესპ. Real Valladolid Club de Fútbol) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1928 წლის ივნისში, კასტილია და ლეონის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ვალიადოლიდში. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ნუევო ხოსე სორილიაზე, რომელიც 26 512 მაყურებელს იტევს. ეს სტადიონო 1982 წელს აშენდა და პოეტ ხოსე სორილია ი მორალის სახელს ატარებს.
გუნდი პრიმერა დივიზიონში პირველად 1947-48 წლების სეზონში აღზევდა. ამავე წელს გუნდი გავიდა ესპანეთის თასის ფინალში, სადაც დამარცხდა „ატლეტიკ ბილბაოსთან“. ამ სეზონის შემდეგ, „რეალ ვალიადოლიდი“ 10 წელი არ გავარდნილა პრიმერა დივიზიონიდან, შემდეგ კი მერყეობდა სეგუნდა დივიზიონსა და პრიმერას შორის.
2006-07 წლების სეზონში გუნდს სათავეში ჩაუდგა ხოსე ლუის მენდილიბარი და ამ სეზონში შეძლო დაემყარებინა სეგუნდა დივიზიონის რეკორდი. ბასკი მწვრთნელის გაწვრთნილმა გუნდმა 88 ქულა მოაგროვა. „ვალიადოლიდმა“ მოახერხა ზედიზედ 27 წაუგებელი მატჩის ჩატარება.
პრიმერა დივიზიონში კლუბმა საუკეთესო შედეგია აჩვენა 1963 წელს, როდესაც დაიკავა მეოთხე ადგილი. „რეალ ვადიალოლიდს“ ეკუთვნის ყველაზე სწრაფი გოლის რეკორდი. ხოსება ლიორენტემ 2008 წლის 20 იანვარს, „ესპანიოლთან“ მატჩში გოლი 7.42 წამში გაიტანა.
მიღწევები
- ფაილი:RFEF - Copa del Rey.svg ესპანეთის თასი
- ვერცხლის მფლობელი ფინალისტი (2): 1949/50, 1988/89
- ფაილი:Copa de Liga de España2.svg ესპანეთის ლიგის თასი
- ჩემპიონი გამარჯვებული (1): 1983/84
- სეგუნდა დივიზიონი
- ჩემპიონი (3): 1947/48, 1958/59, 2006/07
- ტერსერა
- გამარჯვებული (4): 1932/33, 1933/34, 1945/46, 1946/47
- დუვარდის თასი
- გამარჯვებული : 1951/52
- კასტილია და ლეონეს თასი
- გამარჯვებული (2): 1931, 1985
- ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის თასი
- გამარჯვებული : 1953
ევროთასებზე
უეფა-ს თასი
სეზონი | ეტაპი | მეტოქე | შინ | გასვლითი | ჯამში |
---|---|---|---|---|---|
1984-85 | 1/32 | ესკიზის შექმნის შეცდომა: რიეკა | 1–0 | 1–4 | 2–4 |
1997-98 | 1/32 | ლატვიის დროშა სკონტო რიგა | 2–0 | 0–1 | 2–1 |
1/16 | სპარტაკი მოსკოვი | 1–2 | 0–2 | 1–4 |
თასების მფლობელთა თასი
სეზონი | ეტაპი | მეტოქე | შინ | გასვლითი | ჯამში |
---|---|---|---|---|---|
1989-90 | 1/16 | მალტის დროშა ჰამრუნ სპარტანსი | 5–0 | 1–0 | 6–0 |
1/8 | შვედეთის დროშა იურგორდენი | 2–0 | 2–2 | 4–2 | |
1/4 ფინალი | მონაკო | 0–0 | 0–0 (დ.დ) | 1–3 (პენ.) |
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Twitter-ზეLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- კლუბის პროფილი Soccerway-ზე
- კლუბის პროფილი Transfermarket-ზე