შინაარსზე გადასვლა

ვალუას დინასტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვალუები)

ვალუა (ფრანგ. Valois)საფრანგეთის სამეფო დინასტია, რომლის სამი შტო მბრძანებლობდა საფრანგეთში 1328-1589 წლებში. ვალუას დინასტია წარმოადგენდა კაპეტინგების დინასტიის შტოს. მისი პირველი წარმომადგენელი იყო ფილიპ VI, რომელიც 1328 წელს ფრანგმა ბარონებმა გაამეფეს. მათ მმართველობაში საფრანგეთი ეომებოდა ინგლისს (ასწლიანი ომი), ადგილი ჰქონდა პარიზის აჯანყებას (1357, 1358), ჟაკერიას, ჟანა დ’არკის გამოსვლას, არმანიაკებისა და ბურგინიონების ურთიერთ ბრძოლას, ჩაისახა აბსოლუტიზმი, დაიწყო იტალიური ომები. უშვილო შარლ VIII-ის სიკვდილით შეწყდა ვალუას დინასტიის პირდაპირი შტო, რომლის მოსპობის შემდეგ გამეფდა ვალუას დინასტიის გვერდითი, ორლეანის შტოს წარმომადგენელი ლუი XII. უძეო ლუი XII-ის შემდეგ ტახტზე ავიდა ანგულემის შტოს წარმომადგენელი ფრანსუა I. უშვილო ანრი III-ის სიკვდილით დასრულდა ვალუას დინასტიის მეფობა და სამეფო ტახტი დაიკავა ანრი ბურბონმა.

საფრანგეთის მეფეები

მთავარი შტო: ვალუა

ფაილი:Arms of the Kings of France (France Ancien).svg
ვალუათა გერბი

ფრანგულად: Valois

გვერდითი შტო: ვალუა-ორლეანი

ფაილი:ValoisWappen.gif
ვალუა-ანგულემების გერბი

ფრანგულად: Valois-Orleans

გვერდითი შტო: ვალუა-ანგულემი

ფრანგულად: Valois-Angoulême


ბურგუნდიის ჰერცოგები

ფაილი:ValoisWappen-3.jpg
ბურგუნდიელ ვალუათა გერბი
ფაილი:ValoisWappen-2.gif
ვალუათა თანამედროვე გერბი

ლიტერატურა