ვერაძანოს ხიდი
ვერაძანო-ნეროუს ხიდი, ან მოკლედ ვერაძანოს ხიდი (Verrazano-Narrows Bridge) — ორსართულიანი დაკიდებული ხიდია, რომელიც სტეიტენ აილენდს ბრუკლინთან აერთებს ქალაქ ნიუ-იორკში ნეროუს სრუტესთან. ხიდს სახელი იტალიერლი მკვლევარის ჯოვანი და ვერაძანოს პატივსაცემად დაერქვა, პირველი დღეისთვის ცნობილი ევროპელი ნავიგატორის, რომელიც ნიუ-იორკის ყურეში და მდ. ჰუძონზე შემოვიდა. ხიდის ცენტრალური გაშლა 1.298 მ-ია და მსოფლიოში უდიდესი დაკიდებული ხიდი იყო მისი მშენებლობის დასრულებიდან 1964 წელს 1981 წლამდე. ამჟამად მსოფლიოში სიგრძით მეშვიდეა ამ პარამეტრით, თუმცა აშშ-ში კვლავაც რჩება როგორც ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდი. მისი მასიური საყრდენი კოშკები ნიუ-იორკის მეტროპოლიის მრავალი ნაწილიდან ჩანს, მათ შორის ქალაქის ხუთივე საგრაფოდან. ხიდი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელია ადგილობრივი და რეგიონული ჩქაროსნული გზატკეცილების სისტემის. მასზე ყოველწლიურად ნიუ-იორკ სიტის მარათონი ეწყობა, ხოლო ნიუ-იორკსა თუ ნიუ-ჯერსიში მომავალი ყველა კრუიზისა თუ სატვირთო გემი მის ქვეშ გადის. ადგილობრივი მცხოვრებლები მას უბრალოდ „ვერაძანოს“ უწოდებენ.
გალერეა
-
ხედი საკრუიზო ლაინერიდან
-
ხიდის ხედი ღამით
-
ხედი სტეიტ-აილენდიდან
-
ხიდის ხედი ჰაერიდან
-
ქალაქებს შორის საზღვრის აღმნიშვნელი წარწერა
-
ნიუ-იორკ სიტის მარათონი
რესურსები ინტერნეტში
- ნიუ იორკის საგზაო დეპარტამენტის ოფიციალური საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- nycroads.com
- ტრანსპორტირების ალტერნეტიული გზები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ვერაძანოს ხიდის დასახელება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- WNYC: ვერაძანოს ხიდი 40 წლის გახდა
- ვერაძანოს ხიდის შავ-თეთრი ფოტოები, ლესტერ კრამერი