ვილჰელმის კივილი
ფაილი:Wilhelm Scream.ogg ვილჰელმის კივილი (ინგლ. Wilhelm scream) — კინოსა და ტელევიზიაში ხშირად გამოყენებული ხმოვანი ეფექტი. პირველად გამოიყენეს 1951 წლის ვესტერნში „შორეული დოლები“[1]. აღნიშნული ეფექტის პოპულარობას ხელი შეუწყო „ვარსკვლავური ომების“ ეპიზოდებმა.
აღნიშნული ხმა იქცა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კინოშტამპად და გამოყენებულია კომპიუტერულ თამაშებსა და რამდენიმე ასეულ ფილმში[2].
ხმის ეფექტს სახელი ეწოდა ისრით დაჭრილი რიგითი ვილჰელმის მიხედვით 1953 წლის ვესტერნიდან „იერიში მდინარე ფეზერთან“.
ვილჰელმის კივილს ხშირად შევხვდებით კვენტინ ტარანტინოს ფილმებში (მაგ: „ცოფიანი ძაღლები“, „მოკალი ბილი“, „სიკვდილგამძლე“, „უსახელო ნაბიჭვრები“, „ჯანგო გათავისუფლებული“).
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Garfield, Bob; Gladstone, Brooke. Wilhelm. On the Media (30 December 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted