შინაარსზე გადასვლა

ტამილური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თამილური ენა)
ტამილური ენა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გავრცელებულია შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა
სინგაპურის დროშა სინგაპური
ესკიზის შექმნის შეცდომა:  ინდოეთი
მალაიზიის დროშა მალაიზია
ესკიზის შექმნის შეცდომა:  მავრიკი
რეიუნიონის დროშა რეიუნიონი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 70 მილიონი
ოფიციალური სტატუსი ტამილნადუ,
ანდამანის და ნიკობარის კუნძულები,
პონდიშერი
შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა,
სინგაპურის დროშა სინგაპური
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია (სამუშაო ენა)
ლინგვისტური კლასიფიკაცია დრავიდული ენები
ტმილ-კანადური ენები
ტამილური ენები
ტამილური ენა
დამწერლობის სისტემა ტამილური დამწერლობა
არაბული დამწერლობა
ტამილური ბრაილის შრიფტი
ვატელუტუ (ისტორიული)
რუკა


ტამილური ენატამილების სამეტყველო ენა. ინდოეთის ტამილნადუს შტატის ოფიციალური ენა. მიეკუთვნება დრავიდულ ენათა ჯგუფს, რომელიც არის ინდოელების ეთნიკური ჯგუფის ტამილის ხალხის დიალექტი. გააჩნია ინდოეთის, შრი-ლანკისა და სინგაპურის[1] ოფიციალური ენის სტატუსი. ტამილზე საუბრობენ აგრეთვე უმციროსობები მალაიზიაში,[2][3] ვიეტნამში, მავრიკსა და რეიუნიონზე, ასევე ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ტამილური არის პირველი ინდური ენა, რომელიც გამოცხადდა კლასიკურად ინდოეთის მთავრობის მიერ 2004 წელს.[4]

თამილური ლიტერატურა არსებობს უკვე 2200 წელზე მეტია. პირველი ეპიგრაფიული ჩანაწერები ამ ენაზე თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნით. ტამილური ლიტერატურის პირველი ეტაპი განისაზღვრება ძვ. წ. 200 წლიდან ახ. წ. 300 წლამდე.[5] ჩვენსწელთაღრიცხვამდელი ნიმუშები აღმოჩენილია ეგვიპტესა და ტაილანდში.

ტამილური ენა ფორმირების სამ პერიოდს მოიცავს, ეს არის: ძველი ტამილური (ძვ. წ. 300 წ. - ახ. წ. 700 წ.), საშუალი ტამილური (700-1600 წწ.) და ახალი ტამილური (1600 წ. - დღევანდლამდე). ტამილური ანბანი მომდინარეობს ბრაჰმასაგან.

ესკიზის შექმნის შეცდომა:
ტამილური ენა

ზოგადი ცნობები

  • მოლაპარაკეთა რაოდენობა: 70 მლნ
  • ენის კოდი: ta
  • სახელწოდება: ta - Tamil; en - Tamil; eo - Tamila
  • დამწერლობა: ტამილური

სტატუსი

ოფიციალური ენა

გავრცელების არეალი

ტამილურენოვანი ანკლავები კერალას, ანდჰრა-პრადეშისა და სხვა შტატების ტერიტორიებზე. ისინი ცხოვრობენ აგრეთვე შრი-ლანკაზე, მიანმარში, მალაიზიაში, ასევე აფრიკის, ვესტ-ინდოეთისა და ცენტრალური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში.

ლექსიკა

ფრაზები და სიტყვები

სანგამის პერიოდის (ძვ. წ. III საუკუნე) ტამილური წარწერა ქვაზე.
  • გამარჯობა - Vanakkam; Enna vishayan
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Enna vishayam
  • გმადლობთ - Nandri; Rumba nandri
  • კი / არა - Aamaa; Aamaam / Illai; Venda
  • გეთაყვა - Dhayavu seydhu; Koncham dhayavuseydhu
  • ნახვამდის - Poyitu varen; Poyitu varungal

რიცხვები და სიმბოლოები

  • 1 - ondru, 2 - irandu, 3 - moondru, 4 - naangu, 5 - aindu, 6 - aaru, 7 - ezhu, 8 - ettu, 9 - onbadu, 10 - pattu

10 ციფრის გარდა ტამილურს აქვს აღნიშვნები 10–ის, 100–ის და 1000–ისთვის. ასევე სიმბოლოები: „დღე“, „თვე“, „წელი“, „დებიტი“, „კრედიტი“, „როგორც ზემოთ“, „ღარიბი“, „რაოდენობა“.

ნული ერთი ორი სამი ოთხი ხუთი ექვსი შვიდი რვა ცხრა ათი ასი ათასი
ტამილ. ტამილ. ტამილ. ტამილ. ტამილ. ტამილ. ტამილ. ტამილ. ტამილ. ტამილ. ტამილ. ტამილ. ტამილ.
დღე თვე წელი დებიტი კრედიტი როგორც ზემოთ ღარიბი რაოდენობა
ტამილ. ტამილ. ტამილ. ტამილ. ტამილ. ტამილ. ტამილ. ტამილ.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. Republic of Singapore Independence Act, s.7 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. Republic of Singapore
  2. Tamil Schools. Indianmalaysian.com. Retrieved 28 July 2013.
  3. Ghazali, Kamila (2010). UN Chronicle – National Identity and Minority Languages. United Nations.
  4. Zvelebil, Kamil (1973), The Smile of Murugan, BRILL, pp. 11–12, ISBN 978-90-04-03591-1, http://books.google.com/?id=VF2VMUoY_okC&pg=PA11
  5. Definitive Editions of Ancient Tamil Works. Classical Tamil, Government of India

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted