უეფა-ს თასების მფლობელთა თასი
ფაილი:Cup Winners Cup.png | |
დაარსდა | 1960 |
---|---|
გაუქმდა | 1999 |
რეგიონი | ევროპა (უეფა) |
გუნდების რაოდენობა | 32 |
ყველაზე ტიტულ. გუნდი | „ბარსელონა“ (4-ჯერ) |
მოქმედი გამარჯვებული | „ლაციო“ (1-ელ) |
უეფა-ს თასების მფლობელთა თასი (ინგლ. UEFA Cup Winners' Cup) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების კლუბებს შორის, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ეროვნულ სათასო პირველობებში გამარჯვებული კლუბები. პირველი გათამაშება გაიმართა 1960–61 წლებში, ბოლო — 1998–99 წლებში, რის შემდეგაც ტურნირი გაერთიანდა უეფა-ს თასთან (მოგვიანებით ევროპა ლიგა)[1].
გათამაშება 1960 წელს დაარსდა ევროპის შვიდი ქვეყნის − უნგრეთის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, ჩეხოსლოვაკიის, იუგოსლავიის, ავსტრიის, იტალიისა და შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციათა ინიციატივით[2]. დასაწყისიდან 1994 წლამდე ტურნირის ოფიციალური სახელწოდება იყო ევროპის თასების მფლობელთა თასი, ხოლო 1994 წლის შემდეგ უეფა-ს თასების მფლობელთა თასი ეწოდა.
1972 წლიდან, თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული ჩემპიონთა თასის (მოგვიანებით ჩემპიონთა ლიგა) გამარჯვებულს ხვდებოდა უეფა-ს სუპერთასის მატჩში.
თასების მფლობელთა თასი ითვლებოდა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „ბარსელონა“, რომელმაც 4-ჯერ მოიგო ტიტული. სულ, თასების მფლობელთა თასი 32 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. გათამაშების უკანასკნელი გამარჯვებულია რომის „ლაციო“.
ფორმატი
დაარსებიდან გაუქმებამდე, 39 წლის განმავლობაში, ტურნირის ფორმატი არ შეცვლილა: ტარდებოდა ოლიმპიური სისტემით და მთავრდებოდა ერთი ფინალური მატჩით ნეიტრალურ მოედანზე. გამონაკლისი იყო 1960–61 წლების სეზონი, რომელიც ორი ფინალური შეხვედრით დამთავრდა. როგორც წესი, ტურნირი იწყებოდა სექტემბერში და მთავრდებოდა მომდევნო წლის მაისში. მოგვიანებით, 1990-იან წლებში, დაემატა შესარჩევი რაუნდი, რომელიც აგვისტოში ტარდებოდა.
ტურნირში ასოციაციის ერთი წარმომადგენელი ასპარეზობდა. გამონაკლისი იყო თასების მფლობელთა თასის მოქმედი მფლობელი, რომელსაც ავტომატურად ენიჭებოდა მომდევნო გათამაშების საგზური, მიუხედავად მის მიერ ეროვნულ სათასო პირველობაში ნაჩვენები შედეგისა. თუმცა თუ ეს გუნდი ქვეყნის ჩემპიონიც გახდებოდა, ის ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე გადიოდა და არა თასების მფლობელთა თასზე.
იმ შემთხვევაში თუ გუნდი ერთდროულად მოიგებდა ეროვნულ ჩემპიონატსა და თასს, უპირატესობა ჩემპიონობას ენიჭებოდა და ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე გადიოდა, ხოლო თასების მფლობელთა თასზე ქვეყნის თასის ფინალისტი მონაწილეობდა.
ფინალები
სტატისტიკა და რეკორდები
კლუბების მიხედვით
ქვეყნების მიხედვით
ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ინგლისს ჰყავს. ინგლისურმა გუნდებმა 8-ჯერ მოახერხეს უეფა-ს თასების მფლობელთა თასის მოგება და 5-ჯერ ფინალში დამარცხდნენ. სულ 15 ქვეყნის გუნდებმა მოახერხეს უეფა-ს თასების მფლობელთა თასის მოპოვება.
ქვეყანა | გამარჯვებული | ფინალისტი |
---|---|---|
ინგლისის დროშა ინგლისი | 8 | 5 |
ესკიზის შექმნის შეცდომა: ესპანეთი | 7 | 7 |
იტალია | 7 | 4 |
გერმანია | 4 | 4 |
ბელგია | 3 | 4 |
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ | 3 | 1 |
შოტლანდია | 2 | 2 |
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა | 1 | 2 |
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი | 1 | 2 |
ესკიზის შექმნის შეცდომა: ნიდერლანდები | 1 | 1 |
ესკიზის შექმნის შეცდომა: პორტუგალია | 1 | 1 |
ესკიზის შექმნის შეცდომა: ჩეხოსლოვაკია | 1 | 0 |
ავსტრია | 0 | 3 |
ესკიზის შექმნის შეცდომა: უნგრეთი | 0 | 2 |
პოლონეთის დროშა პოლონეთი | 0 | 1 |
გამარჯვებული მწვრთნელები
ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები
მწვრთნელი | ჩემპიონი | სეზონები |
---|---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: ნერეო როკო | 4 | 1968, 1973 |
საბჭოთა კავშირის დროშა ვალერი ლობანოვსკი | 1975, 1986 | |
ესკიზის შექმნის შეცდომა: ალექს ფერგიუსონი | 1983, 1991 | |
იოჰან კრუიფი | 1987, 1989 |
ეროვნების მიხედვით
მოცემულია მწვრთნელთა ტიტულების რაოდენობა მათი ეროვნების მიხედვით.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ uefadirect, Issue 100: August 2010 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ დიმიტრი ლოლაძე, „დიუსელდორფის რაინშტადიონზე“, თბილისი, „ხელოვნება“, 1981 - გვ. 5.
- ↑ UEFA European Cup Winners' Cup Winning Managers. myfootballfacts.com. ციტირების თარიღი: 12 ივნისი 2017.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
|