თბილისი მარიოტი
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
თბილისი მარიოტი (5) | |
---|---|
ფაილი:Tbilisi Hotel.jpg | |
სასტუმროს ქსელი | ფაილი:Marriott hotels logo14.svg Marriott |
მდებარეობა | თბილისი, საქართველო |
მისამართი | რუსთაველის გამზირი N13 |
ისტორია | |
არქიტექტორ(ებ)ი |
ალექსანდრ ოზეროვი გაბრიელ ტერ-მიქელოვი |
სტატისტიკა | |
ნომრების რაოდენობა | 127 |
სართულების რაოდენობა | 5 |
ოფიციალური ვებ-გვერდი |
სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, ყოფილი სასტუმრო „მაჟესტიკი“ — შოთა რუსთაველის გამზირზე N13-ში მდებარე სომეხი ვაჭრისა და მეცენატის მიხეილ არამიანცის დაკვეთით აშენებული სასტუმრო.
ისტორია
მშენებლობა 1911 წელს დაიწყო თბილისში მოღვაწე რუსი არქიტექტორის ალექსანდრ ოზეროვის პროექტით. შენობის საბოლოო ვარიანტი თბილისელმა არქიტექტორმა გაბრიელ ტერ-მიქელოვმა შექმნა 1915 წელს. სწორედ ტერ-მიქელოვისეულია ნაგებობის „შეზნექილი“ ფასადი და გიორგი ჭანტურიას ქუჩის კუთხისკენ მიმართული სიმრგვალე, რომელიც დღესაც განსაზღვრავს რუსთაველის გამზირის ამ მონაკვეთის პლასტიკურ ხასიათს.
არქიტექტურა
ხუთსართულიანი ნაგებობის ფასადთა მორთულობის საფუძველს რენესანსულ-ბაროკული ფორმები წარმოადგენს (რუსტიკა, კორინთულკაპიტელიანი, ნახევრადწრიული და ბრტყელი გიგანტური პილასტრები, ქვის კრონშტეინებზე დაყრდნობილი სამკუთხა და რკალური ფრონტონები და სხვ.). გამზირისპირა ფასადის განაპირა ნაწილში მსხვილი კოლონებით აქცენტირებული მთავარი შესასვლელია მოთავსებული. შენობას ასრულებს მეოთხე სართულის მძლავრი ანტაბლემენტი და ატიკის სართული, რომელსაც ნაძერწრიკულებიანი პარაპეტი აგვირგვინებს.
რესტავრაცია
ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანდა 1991-92 წლების თბილისის ომის დროს. ომის დროსვე განადგურდა მისი არქივი. 2002 წელს მოხდა შენობის რესტავრაცია. მასში განთავსდა Marriott-ის ქსელის სასტუმრო „თბილისი მარიოტი“.
ლიტერატურა
- „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „თბილისი მარიოტი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- სასტუმრო მაჟესტიკი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted