ცრუაკაცია
(გადამისამართდა გვერდიდან თეთრი აკაცია)
ცრუაკაცია, თეთრი აკაცია (Robinia pseudoacacia) — ფოთოლმცვივანი ხე პარკოსანთა ოჯახისა. 25-30 მ სიმაღლის გაშლილვარჯიანი მცენარეა. ბუნებრივად გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში.
საქართველოში იზრდება მთის ქვედა სარტყელში. დასავლეთ საქართველოში გაველურებულია. მისი ბაღური ფორმები კარგად ხარობს თბილისის ბოტანიკურ ბაღში. ცრუაკაცია სწრაფმზარდი ხეა. ყვავილობს მაის-ივნისში. მაგარი და გამძლე მერქანი აქვს. ქერქი შეიცავს მთრომლავ ნივთიერებებს, თესლი — ზეთს და ყავის სუროგატად იხმარება.
იყენებენ მინდორსაცავი ტყის ზოლების გასაშენებლად. ეროზიის საწინააღმდეგოდ. კარგი თაფლოვანი მცენარეა.
ლიტერატურა
- ქსე, ტ. 11, გვ. 243, თბ., 1987