Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ინდოეთის გზები
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი დრამა
რომანტიკული
ავტორი გლორია პერესი
მონაწილეობენ ჟულიანა პაესი
მარსიო გარსია
როდრიგო ლომბარდი
ლეტიცია საბატელა
ტანია ხალილი
ელიან გიარდინი
ტონი რამოსი
ლიმა დუარტე
ოსმარ პრადო
ნივეა მარია
ქვეყანა ბრაზილია
ენა პორტუგალიური
ეპიზოდი 203 (ორიგინალური)
160 (განმეორებით)
წარმოება
ადგილ(ებ)ი ინდოეთი და ბრაზილია
კამერა მრავალი კამერა
ხანგრძლივობა 50-80 წუთი
ეთერი
ჩვენების ფორმატი (HDTV) 1080i16:9
(SDTV) 480i4:3
ეთერში 19 იანვარი 2009 — 11 სექტემბერი 2009
რესურსები ინტერნეტში
საიტი

ინდოეთის გზები (პორტ. Caminho das Índias) (აგრეთვე ცნობილი როგორც: ინდოეთი - სიყვარულის ისტორია და იქ სადაც უყვართ) — ბრაზილიური ემის ჯილდოს მფლობელი ტელენოველა, რომელიც შექმნილია Globo TV-ს მიერ და რომელიც პირველად 2009 წლის 19 იანვრიდან 11 სექტემბრამდე გადიოდა ტელეარხზე. ტელენოველა ბრაზლილიაში ყველაზე ყურებადი შოუების სათავეში მოხვდა. „ინდოელთა გზა“ აღწერს იმ მრწამსსა და ღირებულებებს, რომლებიც ერთმანეთისაგან განასხვავებს აღმოსავლურ და დასავლურ სამყაროს, მას ეკრანზე მოაქვს კულტურათა კონტრასტის ისტორია თავისი დადებითი და უარყოფითი გმირებით.

ტელენოველა გადიოდა ერთსაათიან სერიებად კვირაში ექვსი დღე — ორშაბათიდან შაბათამდე. ეს იყო ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პროგრამათაგანი, რომელმაც ხელი შეუწყო ინდოეთის პოპულარიზაციას ბრაზილიაში. ინდურ მოტივებზე შექმნილი ძვირფასეულობა, რომელიც მთავარ გმირს — მაიას უკეთია ახლა ყველგან იყიდება, წიგნები ინდოეთის შესახებ ბესტსელერების სიის სათავეში ხვდება, ბრაზილიელი ტურისტების ინდოეთისაკენ მოგზაურობათა რიცხვი საკმაოდ გაიზარდა, აგრეთვე ინდური თემატიკის რესტორნებისა და ღამის კლუბების გახსნაც კი დაიწყო.

რესურსები ინტერნეტში