იოანე რუსის ძეგლი (რუს. Памятник Иоанну Русскому) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის იოანე რუსის ძეგლი ქალაქ ბატაისკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი დამზადებულია ბრინჯაოსაგან. მისი ოფიციალური გახსნა გაიმართა 2012 წლის 15 ოქტომბერს[1].

იოანე რუსის ძეგლი
რუს. Памятник Иоанну Русскому
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მდებარეობა ბატაისკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი სერგეი ოლეშნია,
ანდრეი დემენტიევი
მასალა ბრინჯაო
თარიღდება 2012

ისტორია

2012 წლის 15 ოქტომბერს ავიაგოროდოკის სკვერის ტერიტორიაზე შედგა ძეგლის საზეიმო გახსნა, რომელიც დადგეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის იოანე რუსის (1690-1730 წწ.) პატივისცემის ნიშნად[2]. მთელს მსოფლიოში მისი მსგავსი ქანდაკება სულ სამია და ერთ-ერთი მათგანი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა აღმსარებელი იოანე რუსის ხსენების დღეს აღნიშნავს 9 ივნისს (ძვ. წ. 27 მაისი)[3]. წმინდანის წმინდა ნაწილები დაკრძალულია საბერძნეთში და მას წლის განმავლობაში ათასობით ადამიანი ნახულობს.

წმინდანის ძეგლი დამზადებული ბრინჯაოსაგან. იგი დგას მაღალ, ორმეტრიან კვარცხლბეკზე. ძეგლის საერთო სიმაღლეა დაახლოებით 6 მეტრი. კვარცხლბეკის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია გრანიტი.

იოანე რუსის ძეგლი ორი ავტორის თანაავტორობითა შექმნილი. მოქანდაკეები, რომლებიც მუშაობდნენ ძეგლის შექმნაზე, არიან სერგეი ოლეშნია და ანდრეი დემენტიევი[1]. ვარაუდობენ, რომ ძეგლის სიახლოვეს უნდა დაიწყონ იოანე რუსის სახელობის ტაძრის მშენებლობა[4]. ძეგლისათვის ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ, ადგილი სადაც ძეგლი დადგეს - ავიაგარადოკი, არის ბატაისკის რაიონი, რომელიც ისტორიულად დაკავშირებულია სამხედრო სამსახურთან, ხოლო იოანე რუსი, რომელიც გარდაიცვალა 40 წლის ასაკში, თავდაპირველად იყო რუსეთის იმპერატორის პეტრე I დიდის არმიის სარდალი[1].

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted