იურული სამყარო: დაცემული სამეფო

„იურული სამყარო: დაცემული სამეფო“ (ინგლ. Jurassic World: Fallen Kingdom) — 2018 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი და „იურული სამყაროს“ პირდაპირი გაგრძელება, „იურული პარკის“ სერიის რიგით მეხუთე ფილმი და მეორე ფილმი „იურული სამყაროს“ ტრილოგიიდან. ფილმის რეჟისორია ხუან ანტონიო ბაიონა, სცენარისტები არიან დერეკ კონოლი და კოლინ ტრევოროუ, პროდიუსერები — ფრენკ მარშალი, პატრიკ კროული და ბელენ ატიენსა. მუსიკა ეკუთვნის მაიკლ ჯაკინოს.

„იურული სამყარო: დაცემული სამეფო“
ფაილი:Jurassic World Fallen Kingdom.png
რეჟისორი ხუან ანტონიო ბაიონა
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება მაიკლ კრაიტონის პერსონაჟებს
როლებში
მუსიკა მაიკლ ჯაკინო
ოპერატორი ოსკარ ფაურა
მონტაჟი ბერნატ ვილაპლანა
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Universal Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 21 მაისი, 2018 (2018-05-21) (WiZink Center)
  • 22 ივნისი, 2018 (2018-06-22) (აშშ)
ხანგრძლივობა 128 წუთი[2]
ქვეყანა აშშ[3]
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 170–187 მილიონი აშშ დოლარი[4]
შემოსავალი 1.296 მილიარდი აშშ დოლარი[5]

მოქმედება მიმდინარეობს ცენტრალური ამერიკის კუნძულ ისლა-ნუბლარზეკოსტა-რიკის წყნარ ოკეანული სანაპირო. სიუჟეტის ცენტრში არიან ოუენ გრედი და კლერ დირინგი, რომელთა მიზანია კუნძულზე დარჩენილი დინოზავრების გადარჩენა ამოფრქვეული ვულკანისაგან.

ფილმში წინა სერიებიდან დაბრუნდნენ მსახიობები: კრის პრეტი, ბრაის დალას ჰაუარდი, ბრედლი დერილ ვონგი და ჯეფ გოლდბლუმი,[6] ხოლო ახალი მსახიობების სახით შემოუერთდნენ რეიფ სპოლი, ჯასტის სმითი, დანიელა პინედა, ჯეიმზ კრომველი, ტობი ჯოუნსი, ტედ ლევინი, ჯერალდინ ჩაპლინი.

ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა 2017 წლის თებერვლიდან ივლისამდე გაერთიანებულ სამეფოსა და ჰავაიში. მწარმოებელი და დისტრიბუტორია კომპანია Universal Pictures. ფილმის პრემიერა გაიმართა მადრიდში 2018 წლის 21 მაისს,[7][8] აშშ-ში 22 ივნისს,[9][10] მსოფლიოს მასშტაბით კი გამოვიდა იმავე წლის ივნისის თვეში. ფილმის შემოსავალმა 1.3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა[5] და გახდა მესამე ფილმი სერიიდან, რომელიც მილიარდიან ზღვარს გასცდა. იგი, აგრეთვე გახდა 2018 წლის მესამე ყველაზე შემოსავლიანი და მსოფლიოში 12-ე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი.[5]

პროექტმა მიიღო შერეული შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან. მათ ძირითადად შეაქეს კრის პრეტის შესრულება, ბაიონას რეჟისურა და ვიზუალური ეფექტები, მაშინ როდესაც, სხვება გააკრიტიკეს სცენარისა[11] და ინოვაციების ნაკლებობის გამო.[12] საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფილმის საერთო რეიტინგია 49% (334 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[13]

2018 წლის 4 სექტემბერს ფილმი გამოვიდა Blu-ray, DVD და Blu-ray 3D ფორმატებში. 18 სექტემბერს დაგეგმილია ფილმის 4K Blu-ray ფორმატში გამოცემა.[14] 2021 წლის 11 ივნისს იგეგმება სერიის მეექვსე ნაწილის გამოშვება, რომლის სავარაუდო სახელწოდება იქნება „იურული სამყარო 3“.[15][16]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Film releases. Variety Insight. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აპრილი, 2017. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2017.
  2. JURASSIC WORLD: FALLEN KINGDOM (12A). British Board of Film Classification (26 მაისი, 2018). ციტირების თარიღი: 26 მაისი, 2018.
  3. Untitled Jurassic World Sequel (2018). AllMovie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აპრილი, , 2017. ციტირების თარიღი: 5 აპრილი, 2017.
  4. D'Alessandro, Anthony. (19 ივნისი, 2018) ‘Jurassic World: Fallen Kingdom’ Ready To Leave $135M+ Footprint Stateside As Global Evolves To $600M+. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: 19 ივნისი, 2018.
  5. 5.0 5.1 5.2 Jurassic World: Fallen Kingdom (2018). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2018.
  6. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  7. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  8. 'Jurassic World: El Reino Caido' Madrid Premiere (21 მაისი, 2018). ციტირების თარიღი: 21 მაისი, 2018.
  9. Rebecca Ford. (23 ივლისი, 2015) 'Jurassic World 2' Set for 2018. The Hollywood Reporter. (Prometheus Global Media). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივლისი, 2015. ციტირების თარიღი: 24 ივლისი, 2015.
  10. Mayturn, Matt. (2 მაისი, 2018) Why Jurassic World: Fallen Kingdom will be "more scary than ever". GamesRadar. ციტირების თარიღი: 26 მაისი, 2018.
  11. Goldberg, Matt. (25 ივნისი, 2018) ‘Jurassic World: Fallen Kingdom’ Spoiler Review: Stupidity Finds a Way. Collider. Complex Media. ციტირების თარიღი: 27 ივნისი, 2018.
  12. Graeme McMillank. (5 ივნისი, 2018) 'Jurassic World: Fallen Kingdom'—What the Critics Are Saying. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 5 ივნისი, 2018.
  13. Jurassic World: Fallen Kingdom (2018). Rotten Tomatoes. Fandango Media. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2018.
  14. Foutch, Haleigh. (24 ივლისი, 2018) 'Jurassic World: Fallen Kingdom' Blu-ray Release Date & Features Revealed. ციტირების თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  15. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  16. Squires, John. (21 თებერვალი, 2018) Life Continues to Find a Way as 'Jurassic World 3' is Already Dated for Release!. ციტატა: „Variety is reporting that Jurassic World 3, which surely won't actually be the official title, will be hitting theaters on June 11, 2021, three years after Fallen Kingdom.“ ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2018.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ავტორიტეტული წყაროები