შინაარსზე გადასვლა

კახაბერ კაჭარავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კახა კაჭარავა)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted კახაბერ „კახა“ კაჭარავა (დ. 19 სექტემბერი, 1966, სენაკი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელისა და ნახევარმცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა საქართველოს, კვიპროსის, თურქეთის, გერმანიის საფეხბურთო კლუბებისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას. 1989–1992 წლებში თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ჩატარებულ 96 შეხვედრაში 54 გოლი გაიტანა.

2002–2003 წლებში მწვრთნელად მუშაობდა თბილისის „დინამოს“ აკადემიაში. 2003–2004 წლებში წვრთნიდა თბილისის „ლოკომოტივს“, ხოლო 2006 წელს სამუშაოდ გადავიდა თბილისის „დინამოში“, სადაც მთავარი მწვრთნელის პოსტი 2009 წლის მარტში დაიკავა, პოსტიდან რაინერ ცობელის გათავისუფლების შემდეგ. 2010 წლის ნოემბერში კაჭარავამ პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. მაგრამ მალევე, დინამოს ახალმა პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გუნდში დააბრუნა. საბოლოოდ, 2011 წლის ივნისში, კაჭარავა ალექს გარსიამ შეცვალა.[1] მას შემდეგ მოღვაწეობდა „ზესტაფონსა“ და საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში, 2013 წლიდან 2017 წლამდე კი ცხინვალის „სპარტაკის“ მწვრთნელი იყო.

2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის ნოემბრამდე კვლავ თბილისის „დინამოს“ ედგა სათავეში.[2][3][4][5][6]

მიღწევები

საკლუბო

საქართველოს დროშა დინამო თბილისი
უმაღლესი ლიგა

სამწვრთნელო

საქართველოს დროშა დინამო თბილისი
უმაღლესი ლიგა
საქართველოს თასი
საქართველოს სუპერთასი
  • ფინალისტი: 2009
საქართველოს დროშა ზესტაფონი
საქართველოს სუპერთასი
  • თასის მფლობელი: 2012

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ლაშა თაბაგარი (31 მაისი, 2011). „დინამო“ ესპანელ მწვრთნელს ხვალ წარადგენს. საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ ახალ მთავარ მწვრთნელს, ალექს გარსიას ხვალ, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ 14:30 საათზე წარადგენს. დინამოელთა პრეს-ატაშე გიგა გვენცაძემ „მსოფლიო სპორტს“ აცნობა, რომ 41 წლის ესპანელი თბილისს დღეს, 23:45 საათზე ეწვევა — მას ფიზმომზადების მწვრთნელი მარკ უგეტი და „დინამოს“ აკადემიის მომავალი ხელმძღვანელი ანდრეს კარასკო არ ჩამოყვებიან. შეგახსენებთ, რომ გარსია 2007–2009 წლებში „ბარსელონაში“ ჟუვენილ A-ს წვრთნიდა, ხოლო ბოლოს კატალონიელთა ტექნიკურ დეპარტამენტში მუშაობდა. ესპანელმა „დინამოს“ თავკაცის პოსტზე კახა კაჭარავა შეცვალა, რომელიც კლუბში მწვრთნელ-სელექციონერად იმუშავებს. საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  2. კახი კაჭარავას მატჩისშემდგომი კომენტარი. ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც „დინამომ“ „სამტრედიას“ 3–2 მოუგო, თბილისელთა თავკაცმა კახი კაჭარავამ ჟურნალისტებთან ჩატარებული მატჩი შეაფასა. 21.05.2017. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  3. კახა კაჭარავა: როცა საქმე ეხება თბილისის „დინამოს“, მიზანი ყოველთვის მაქსიმალურია. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მეორე თურქული შეკრებიდან დაბრუნდა და ეროვნული ლიგის სტარტისთვის მზადებას თბილისში აგრძელებს. 01.03.2018. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  4. კახა კაჭარავა: რამდენი შემიძლია ჩამოვთვალო და ეს ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა. თბილისის „დინამომ“ ეროვნულ ლიგაში პირველ ტურში მარცხის შემდეგ მიჯრით სამი თამაში მოიგო. თბილისელები კარგ ფორმაში იმყოფებიან და მომდევნო ტურში საჩხერის „ჩიხურას“ იღებენ. საინტერესოა, რა ვითარებაა ამჟამად კლუბში, როგორ აფასებს გუნდის მწვრთნელი გაწეულ სამუშაოს და რა გეგმები აქვს „დინამოს“. 04.04.2018. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  5. კახა კაჭარავა: თუ ირწმუნებ, ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. თბილისის „დინამომ“ დედაქალაქური დერბი წააგო „ლოკომოტივთან“ და ლიდერ „საბურთალოს“ 5 ქულით ჩამორჩა. ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს, რომელიც ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობით თამაშობს, პატარა ჩავარდნა აქვს. 18.05.2018. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  6. კახა კაჭარავა თბილისის „დინამოდან“ წავიდა. კახა კაჭარავამ თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ეს გადაწყვეტილება ქართველმა სპეციალისტმა საქართველოს თასის ნახევარფინალში „გაგრასთან“ მარცხის (0–1) შემდეგ მიიღო. 52 წლის მწვრთნელი თბილისურ გრანდში 2017 წელს დაინიშნა. ის „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, მისი ხელმძღვანელობით კი გუნდი მიმდინარე სეზონში მეორე პოზიციას იკავებს და ჩემპიონობის შანსი, პრაქტიკულად, დაკარგული აქვს. კახა კაჭარავას შესაძლო შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 08.11.2018. sportall.ge. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted