კობრის ეფექტიფრაზეოლოგიზმი, რომელიც გამოიყენება ისეთი სიტუაციის აღსანიშნავად, როდესაც პრობლემის გადასაჭრელად მიღებული ზომები არათუ ვერ წყვეტს პრობლემას, არამედ მოაქვს სრულიად საპირისპირო შედეგები.[1]

ფაილი:Indiancobra.jpg
ინდური კობრა

ტერმინი „კობრის ეფექტი“ წარმოიშვა ინდოეთში, ინგლისური კოლონიალური მმართველობის დროს. ინგლისელებმა აღმოაჩინეს, რომ კობრები ძალიან მომრავლდნენ. შხამიანი გველების მოსაცილებლად გუბერნატორმა დააწესა ჯილდო გველის თითოეული მოკვეთილი თავისთვის. თავდაპირველად გველების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, თუმცა შემდგომ ინდოელებმა მატერიალური ანაზღაურების მისაღებად დაიწყეს კობრების მომრავლება. საბოლოოდ მოკლულ კობრაზე ჯილდო გაუქმდა და აღმოჩნდა, რომ მათი რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილიყო.

ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა ვიეტნამში, კერძოდ კი — ჰანოიში, ფრანგული კოლონიალური მმართველობის დროს, როდესაც მმართველმა ძალამ შეიმუშავა პროგრამა ვირთხების გასანადგურებლად. შედეგად, მოსახლეობამ ფინანსური სარგებლის მისაღებად დაიწყო ვირთხების მომრავლება.[2]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  2. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted