შინაარსზე გადასვლა

ტოჩინოშინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლევან გორგაძე)

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

ტოჩინოშინი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მშობლიური სახელი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სიმაღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
წონა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დებიუტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
რანგი სეკივაკე
უმაღლესი რანგი ოძეკი (ივლისი, 2018; მაისი, 2019)
განახლდა 22 სექტემბერი, 2019
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ტოჩინოშინი (ნამდვილი სახელი — ლევან გორგაძე; დ. 13 ოქტომბერი 1987, მცხეთა, საქართველო) — ქართველი სუმოისტი, 2018 წლის იმპერატორის თასის მფლობელი, კასუგანოს ჰეიას (სკოლის) წარმომადგენელი.

ტოჩინოშინის დებიუტი 2006 წლის მარტში შედგა, 2008 წლის მაისში კი მან მიაღწია მაკუუჩი დივიზიონს (პროფესიონალური სუმოს ექვსი დივიზიონიდან უმაღლესი) წამყვან პოზიციებს. მუხლის ტრავმის შედეგად გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტოჩინოშინი სუმოს 2014 წელს დაუბრუნდა და ასპარეზობა მაკუშიტა (მესამე დივიზიონიდან) დაიწყო. 2018 წელს ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო (იანვრის ტურნირში) 14-1 ბალანსით მოიგო და გახდა საიმპერატორო თასის მფლობელი.

ლევან გორგაძის შიკონა (სუმოს მებრძოლის პროფესიონალური ზედმეტსახელი) შედგენილია კასუგანოს სკოლის ტრადიციული პირველი თავსართისგან — „ტოჩი“ (რაც კასუგანო ბეიას - სკოლის, სადაც ტოჩინოშინი ასპარეზობს - მფლობელის წარმოშობის ადგილიდან, ტოჩის პრეფექტურიდან მოდის) და „შინი“ (გული).

გამარჯვება მას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცეს.

2018 წლის ნაცუ ბაშოს (მაისის ტურნირი) შედეგების გათვალისწინებით, სუმოს ასოციაციამ ლევანი ოძეკის ტიტულზე წარადგინა, 30 მაისს კი ამ რანგის ოფიციალური გადაცემის ცერემონიალიც გაიმართა.

2024 წლის 4 თებერვალს ტოჩინოშინი სუმოდან გააცილეს.[1]

დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით (2018).[2]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ტოჩინოშინი სუმოდან ოფიციალურად გააცილეს
  2. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი (24 თებერვალი, 2018). ტოჩინოშინს ღირსების ორდენი გადაეცა. საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე-ტოჩინოშინი ღირსების ორდენით საქართველოს წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის დააჯილდოვა. 1tv.ge. წაკითხვის თარიღი: 22 ივნისი, 2018.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted