მთის ბოყვი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან მთის ნეკერჩხალი)
მთის ბოყვი, მთის ნეკერჩხალი (ლათ. Acer pseudoplatanus) — ხე ნეკერჩხლისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 40 მ აღწევს. მეტად ლამაზი გუმბათისებრი ვარჯი აქვს.
გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთსა, მცირე აზიაში, კავკასიასა და დასავლეთ უკრაინაში. ჩვენში ძირითადად დასავლეთ, იშვიათად აღმოსავლეთ საქართველოს შერეულფოთლოვან და მუქწიწვოვან ტყეებში, მდინარისპირა ტერასებზე, ხეობებში, ხრამებსა და ხევებში იზრდება.
ჩრდილის ამტანი და სწრაფმზარდია. აშენებენ ბაღ-პარკებსა და ქუჩებში. აქვს მაგარი და მკვრივი თეთრი მერქანი. კარგი თაფლოვანი მცენარეა.
ლიტერატურა
- გაგნიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 671-672.