Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მიგელ ანხელ მოია რუმბო (ესპ. Miguel Ángel Moyà Rumbo; დ. 2 აპრილი, 1984) — ესპანელი ფეხბურთელი, მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარე.

საკლუბო კარიერა

მალიორკა

დაიბადა ბანისალემში, მალიორკაში. მისი პროფესიონალური დებიუტი შედგა მშობლიური ქალაქის კლუბ „მალიორკაში“ 2004 წლის 29 აგვისტოს მადრიდის „რეალთან“ 0-1 წაგებულ მატჩში. იმ სეზონში ჩაატარა 32 მატჩი, კლუბი მე-17 ადგილზე გავიდა და გავარდა ლა ლიგიდან. ვეტერანი ტონი პრატსის დაბრუნების შემდეგ ის იყო სასტარტოს მოთამაშე 2 წლის განმავლობაში.

2007 წლიდან 2009 წლამდე მოია ებრძოდა ტრავმებს და მხოლოდ 13 მატჩში ითამაშა 2008-2009 წლების სეზონში.[1]

ვალენსია

2009 წლის ივნისში მოიამ თანხმობა განაცხადა „ვალენსიაში“ გადასვლაზე 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ.[2] 5 აგვისტოს სეზონისთვის მოსამზადებელ მატჩში, სადაც „ვალენსია“ 0-2 დამარცხდა „მანჩესტერ იუნაიტედთან“, მოიამ 30 წუთი ითამაშა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე მას შემდეგ, რაც ყველა ცვლილება გამოიყენა უნაი ემერმა და ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა. იმ მომენტში ანგარიში იყო 0-1.[3]

მოიას დებიუტი ლა ლიგაში შედგა სევილიასთან 2-0 მოგებულ საშინაო მატჩში, 2009-2010 წლების სეზონის სასტარტო მატჩში,[4] მაგრამ მალევე დაკარგა ადგილი ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე შეცდომის შემდეგ და მისი ადგილი დაიკავა ვეტერანმა სეზარ სანჩესმა.

ხეტაფე

2011 წლის 15 ივნისს მოია იჯარით შეუერთდა „ხეტაფეს“.[5] 2011-2012 წლების სეზონში მოიამ მხოლოდ 2 მატჩი გამოტოვა ჩემპიონატში და გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი.[6]

2014 წლის მარტში მოიამ მიიღო მუხლის ტრავმა „ესპანიოლთან“ მატჩში, რის გამოც მოუწია 2013-2014 წლების სეზონის გაცდენა.[7]

ატლეტიკო მადრიდი

2014 წლის 4 ივნისს მოიამ გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი ესპანეთუს ჩემპიონ „ატლეტიკოსთან“,[8] 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ.[9][10]

მოიას დებიუტი შედგა 2014 წლის ესპანეთის სუპერთასის მატჩში „რეალთან“ 1-1 დასრულებულ მატჩში.[11]

სანაკრებო კარიერა

მოია თამაშობდა ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში. ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში ითამაშა 2007 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც გადათამაშებაში დამარცხდა იტალიის ნაკრებთან.

საკლუბო სტატისტიკა

განახლდა: 10 დეკემბერი 2014[12][13]
კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი საკონტინენტთაშორისო ჯამში
დივიზიონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
მალიორკა 2003-2004 ლა ლიგა 0 0 0 0 0 0 0 0
2004-2005 ლა ლიგა 32 0 0 0 32 0
2005–2006 ლა ლიგა 9 0 1 0 10 0
2006-2007 ლა ლიგა 16 0 4 0 20 0
2007-2008 ლა ლიგა 29 0 2 0 31 0
2008-2009 ლა ლიგა 13 0 1 0 14 0
ჯამში 99 0 8 0 107 0
ვალენსია 2009-2010 ლა ლიგა 8 0 4 0 6[georgian 1] 0 18 0
2010-2011 ლა ლიგა 4 0 1 0 1[georgian 2] 0 6 0
ჯამში 12 0 5 0 7 0 24 0
ხეტაფე 2011-2012 ლა ლიგა 36 0 0 0 36 0
2012-2013 ლა ლიგა 32 0 2 0 34 0
2013-2014 ლა ლიგა 26 0 0 0 26 0
ჯამში 94 0 2 0 96 0
ატლეტიკო მადრიდი 2014-2015 ლა ლიგა 14 0 2 0 5[georgian 2] 0 21 0
ჯამში კარიერაში 219 0 17 0 12 0 248 0

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ტიტულები

კლუბი

ატლეტიკო მადრიდი

ნაკრები

ესპანეთი 16 წლ.
  • ევროპის ჩემპიონატი: 2001
ესპანეთი 19 წლ.
  • ევროპის ჩემპიონატი: 2002
ესპანეთი 20 წლ.
  • მსოფლიო ჩემპიონატი: მეორე ადგილი, 2003

სქოლიო

  1. Moyà es operado por segunda vez (Moyà undergoes surgery for the second time); Info Balear, 11 February 2009 (ესპანური)
  2. Mestalla calls for Moyá and Saltor; UEFA.com, 1 July 2009
  3. El Valencia cae con el Manchester ¡con Moyá de mediocentro! (Valencia falls at Manchester with Moyá as central midfielder!); Marca, 5 August 2009 (ესპანური)
  4. Valencia 2–0 Sevilla FC Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted; ESPN Soccernet, 30 August 2009
  5. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  6. Moyá: "Estoy en Getafe muy feliz y por deseo personal" (Moyá: "I am very happy in Getafe and because i wanted"); Marca, 5 July 2012 (ესპანური)
  7. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  8. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  9. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  10. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  11. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  12. Moyá. Soccerway. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 1 December 2014.
  13. Miguel Ángel Moyá. Footballdatabase. ციტირების თარიღი: 10 December 2014.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

რესურსები ინტერნეტში