მობუტუ სესე სეკო
მობუტუ სესე სეკო | |
ესკიზის შექმნის შეცდომა: | |
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ნოემბერი, 1965 – 16 მაისი, 1997 | |
წინამორბედი | ჟოზეფ კასავუბუ |
მემკვიდრე | ლორან-დეზირე კაბილა |
დაბადებული | 14 ოქტომბერი, 1930 ლისალა, ბელგიის კონგო |
გარდაცვლილი | 7 სექტემბერი, 1997 რაბატი, მაროკო |
რელიგია | კათოლიკე |
მობუტუ სესე სეკო კუკუ ნგბენდუ ვა ზა ბანგა (ფრანგ. Mobutu Sese Seko Kuku Ngbendu wa za Banga; დ. 14 ოქტომბერი, 1930, ლისალა, ბელგიის კონგო — გ. 7 სექტემბერი, 1997, რაბატი, მაროკო) — კონგოელი პოლიტიკური მოღვაწე. ზაირის (ამჟამინდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის) პრეზიდენტი 1965–1997 წლებში.
ხელისუფლების სათავეში მოექცა სახელმწიფო გადატრიალების შედეგად და 32 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. მან 1971 წელს შეუცვალა ქვეყანას სახელწოდება და უწოდა ზაირი. მისი მმართველობა ხასიათდება მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრი დაცემით და კორუფციის მაღალი დონით.
ბიოგრაფია
დაიბადა ბელგიის კონგოში, ქ. ლისალაში. მიეკუთვნება ნგბანდის ეთნიკურ ჯგუფს. მიიღო კათოლიკური განათლება ლეოპოლდვილში.
1972 წელს ავთენტურობის კამპანიის ფარგლებში მობუტუმ სახელი ჟოზეფ დეზირე გადაირქვა და მობუტუ სესე სეკო კუკუ ნგბენდუ ვა ზა ბანგა დაირქვა, რაც ითარგმნება როგორც „ყოვლისშემძლე და დაუმარცხებელი მებრძოლი, რომელიც თავისი სიმტკიცისა და გამარჯვებისადმი ურყევი ნების წყალობით დაპყრობიდან დაპყრობისკენ მიდის და უკან ცეცხლის კვალს ტოვებს“.[1]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- Мобуту на сайте Congo On-Line Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Интервью с Мобуту на сайте Metroactive.com
- Статья «Inside Mobutu’s Court» на сайте Africasia.co.uk Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Статья «Mobutu’s legacy: Show over substance» на сайту BBC.co.uk
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|