მონღოლეთის დემოკრატიული რევოლუცია
მონღოლეთის დემოკრატიული რევოლუცია (მონღ. Ардчилсан хувьсгал) — 1990 წელს მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენა. მიტინგებისა და დემონსტრაციების მთელი რიგი მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში, რომელსაც შედეგად მოჰყვა მონღოლეთის სახალხო-რევოლუციური პარტიის მთავრობის გადადგომა, მრავალპარტიული საარჩევნო სისტემის დანერგვა და ახალი კონსტიტუციის მიღება. რევოლუცია ატარებდა აბსოლუტურად მშვიდობიან ხასიათს.
წინაპირობები
მონღოლეთის სახალხო-რევოლუციური პარტიის ხელისუფლება ქვეყანაში დამყარდა 1921 წლის სახალხო რევოლუციის შედეგად[1]. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში პოლიტიკურად და ეკონომიკურად მონღოლეთმა მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა სსრკ-სთან და ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოსთან. 1984 წელს მონღოლეთის სახალხო-რევოლუციური პარტიის ცკ-ის გენერალური მდივნის იუმჟაგიინ ცედენბალის გადადგომის შემდეგ მისი თანამდებობა დაიკავა ჟამბინ ბატმუნხმა დაიწყო სახელმწიფო რეფორმების გატარება საბჭოთა მოდელის მიხედვით[2].
მოვლენების მსვლელობა
საჯარო გამოსვლები
პირველი საჯარო გამოსვლა გაიმართა 1989 წლის 10 დეკემბერს ულან-ბატორში, ახალგაზრდობის სასახლის პირდაპირ, როდესაც ცაჰიაგინ ელბეგდორჟმა გამოაცხადა მონღოლეთის დემოკრატიული კავშირის შექმნის შესახებ[3][4]. დემონსტრანტებმა მოუწოდეს მთავრობას, რომ გაჰყოლოდნენ სსრკ-ში მიმდინარე გარდაქმნისა და საჯაროობის პოლიტიკას და ქვეყანაში ჩაეტარებინათ მრავალპარტიული არჩევნები[2]. დემონსტრანტებს სათავეში ედგნენ: სანჟაასურენგიინ ზორიგი, ერდენიინ ბატ-უული, ბატ-ერდენიინ ბატბაიარი და ცაჰიაგინ ელბეგდორჟი. 1990 წლის 14 იანვარს მანიფესტანტებმა, რომელთა რიცხვიც დასაწყისში 200 კაცს არ აღემატებოდა და ამ პერიოდისათვის ათასამდე გაიზარდა, დემონსტრაცია გამართეს ულან-ბატორში ლენინის მუზეუმთან, ხოლო 21 იანვარს სუხე-ბატორის მოედანზე[5][2]. რამდენიმე თვის განმავლობაში, პრაქტიკულად მარტის თვემდე აგრძელებდნენ დემონსტრაციების ორგანიზებას, შიმშილობას, მასწავლებლების, სტუდენტებისა და მუშების გაფიცვებს[6]. მათი იდეების მხარდაჭერა გაიზარდა, როგორც ქალაქში ასევე სოფლის მოსახლეობაშიც[7][8][9].
რეფორმები
1990 წლის 7 მარტს სუხე-ბატორის მოედანზე გაიმართა მრავალათასიანი შიმშილობა. მონღოლეთის სახალხო-რევოლუციური პარტიის პოლიტბიურო წავიდა მოლაპარაკებებზე დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებთან[10]. 9 მარტს პრემიერ-მინისტრმა ჟამბინ ბატმუნხმა დაშალა პოლიტბიურო და გადადგა თანამდებობიდან[11][12][13][14], რის შემდეგაც მონღოლეთში გამოცხადდა პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რომელიც დაინიშნა ივლისისათვის[6][2]. დემონსტრაციები ასევე მიმდინარეობდა ქვეყნის ისეთ სამრეწველო ცენტრებში როგორებიც იყო ერდენეტი, დარხანი და მურენი[15].
მონღოლეთის სახალხო-რევოლუციურმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა შეინარჩუნა. მათ უდიდესი მხარდაჭერა მიიღეს ქვეყნის სოფლის მეურნეობის რაიონებში. პარტიამ მიიღო 357 ადგილი დიდ ხურალში და 31 ადგილი (51-დან) მცირე ხურალში[16].
მიუხედავად ამისა დემოკრატიული რეფორმები გრძელდებოდა. 1992 წლის 12 თებერვალს მიიღეს ახალი კონსტიტუცია,რომლის მიხედვითაც მონღოლეთი გადავიდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე. ეკონომიკურმა რეფორმებმა გამოიწვია საბჭოთა კავშირიდან საბჭოური ინვესტიციების შეწყვეტა. რთულ პირობებში დაიწყო საწარმოების მასობრივი დახურვა და ინფლაცია[17].
მონღოლეთის პირველი პრეზიდენტი გახდა პუნსალმაგიინ ოჩირბატი, რომელიც ქვეყანას მეთაურობდა 1997 წლამდე.
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
- ↑ Simons, William B. (1980). The Constitutions of the Communist World. BRILL, გვ. 256.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Kaplonski, Christopher (2004). Truth, History, and Politics in Mongolia: The Memory of Heroes. Psychology Press, გვ. 51, 56, 60, 64–65, 67, 80–82.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Tsakhia Elbegdorj. Community of Democracies Mongolia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 8 July 2013.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ 6.0 6.1 Ahmed and Norton, Nizam U. and Philip (1999). Parliaments in Asia. Frank Cass & Co.Ltd, გვ. 143. ISBN 0-7146-4951-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. ციტირების თარიღი: 8 July 2013.
- ↑ Baabar. (16 November 2009) Democratic Revolution and Its Terrible Explanations. baabar.mn (in Mongolian). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 25 June 2013.
- ↑ Democracy's Hero: Tsakhiagiin Elbegdorj. The International Republican Institute (21 July 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 8 August 2012.
- ↑ Mongolia Celebrates 20th Anniversary of Democratic Revolution. The International Republican Institute (11 December 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 8 August 2012.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Ch., Munkhbayar. (13 March 2013) What was the Mongolian democratic revolution?. dorgio.mn (in Mongolian). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მაისი 2020. ციტირების თარიღი: 8 July 2013.
- ↑ B. and R., Enkhtuul and Oyun. Batmönkh's widow A. Daariimaa:If my husband was working as a professor, he would have been alive today. ციტირების თარიღი: 3 July 2013.
- ↑ Tsakhia, Elbegdorj (1999). The Footstep of Truth is White book "Speech of Ulaan Od newspaper's correspondent Elbegdorj at Young Artists' Second National Congress". Hiimori, გვ. 15. ISBN 99929-74-01-XLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Rossabi, Morris. Modern Mongolia: From Khans to Commissars to Capitalists. 2005, University of California Press, ISBN 0520244192. pp. 1-28
- ↑ Peter Staisch, Werner M. Prohl, Dschingis Khan lächelt, Bonn 1998, p.38ff
- ↑ S. and S., Amarsanaa & Mainbayar (2009). Concise historical album of the Mongolian Democratic Union, გვ. 3-5, 10, 33-35, 44, 47, 51-56, 58, 66.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted