მოქანდაკის ჯუჯა გალაქტიკა
გალაქტიკა | |
---|---|
დაკვირვების მონაცემები (ეპოქა J2000) | |
თანავარსკვლავედი | მოქანდაკის თანავარსკვლავედი |
პირდაპირი ასვლა | 01სთ 00წთ 09.3წმ[1] |
დახრილობა | −33° 2′ 33″[1] |
ხილული ზომები | 39′.8 × 30′.9 |
ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე mV | 10.1[1] |
მახასიათებლები | |
ტიპი | E[1] |
მანძილი | 290 ათასი სინ. წელი[1] |
მოქანდაკის ჯუჯა გალაქტიკა (აგრეთვე ცნობილი როგორც მოქანდაკის ელიფსური ჯუჯა გალაქტიკა ან მოქანდაკის ჯუჯა სფეროსებრი გალაქტიკა) — ირმის ნახტომის თანამგზავრი ჯუჯა სფეროსებრი გალაქტიკა. მდებარეობს მოქანდაკის თანავარსკვლავედის მიმართულებით. 1937 წელს, ბოიდენის ობსერვატორიიდან აღმოაჩინა ამერიკელმა ასტრონომმა ჰარლოუ შეპლიმ.[2][3] გალაქტიკა მდებარეობს მზის სისტემიდან 290 000 სინათლის წლის მოშორებით. ნახშირბადი და სხვა მძიმე ელემენტები გალაქტიკის მხოლოდ 4%-ს შეადგენს. ირმის ნახტომი მოქანდაკის ჯუჯას იმ პრიმიტიული გალაქტიკების მსგავსს ხდის, რომლებიც მრავლადაა სამყაროს კიდეზე.[4]
მეტალიანობა
მეტალიანობა მოქანდაკის ჯუჯაში როგორც ჩანს, ორ სხვადასხვა ჯგუფადაა გადანაწილებული: -2.3 ერთში და -1.5 მეორეში.[5] ადგილობრივი ჯგუფის სხვა მრავალ გალაქტიკათა მსგავსად, შედარებით ძველი, მეტალით ღარიბი სეგმენტი გადაჭიმულია უფრო დიდ ფართობზე, ვიდრე მეტალით მდიდარი ახალგაზრდა სეგმენტი.[6]
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 NASA/IPAC Extragalactic Database. Results for PGC 3589. ციტირების თარიღი: 2006-12-03.
- ↑ Shapley, H., (1938) Harvard Bull. 908.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Astronomers Detect Dust Around a Primitive Star, Shedding New Light on Universe’s Origins Newswise, Retrieved on January 19, 2008.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted