მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში
1985 წლის სალონიკის კონგრესზე ფიდემ გადაწყვიტა ჩაეტარებინა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ვაჟთა შორის. ტურნირის ჩატარების მთავარი მიზეზი გახდა შვეიცარიული სისტემის შედარებითი არასამართლიანობა წრიულ სისტემასთან შედარებით. გადაწყდა ტურნირი ჩატარებულიყო ოთხწლიანი ციკლით. ასევე გადაწყდა მონაწილეთა საკითხიც. თავდაპირველად ტურნირში მონაწილეობა უნდა მიეღოთ: მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს, ბოლო საჭადრაკო ოლიმპიადის ხუთ პრიზიორს და აფრიკის, ევროპის, აზიის და ამერიკის ჩემპიონებს. შემდეგ ეს წესი გარკვეულწილად შეიცვალა. ამჟამად ტურნირში იწვევენ ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადის სამ პრიზიორს, ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულს, კონტინენტების ჩემპიონებს, მასპინძელთა ნაკრებს და ფიდეს მიერ პერსონალურად მოწვეული გუნდს.
ჩემპიონები და პრიზიორები
სტატისტიკა, საუკეთესო მაჩვენებლები
მსოფლიოს 8 ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 33 ქვეყნის 36 ნაკრებმა (თითოჯერ ითამაშეს საქართველოს და ჩინეთის ქალთა გუნდებმა და აფრიკის გაერთიანებულმა ნაკრებმა).
საუკეთესო გუნდური მაჩვენებლები
# | დაგროვილი ქულები | მოგებული მატჩები |
---|---|---|
1 | დროშა: რუსეთი რუსეთი - 132 | დროშა: რუსეთი რუსეთი - 33 |
2 | დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ - 122 | დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ - 29 |
3 | დროშა: სომხეთი სომხეთი - 122 | დროშა: სომხეთი სომხეთი - 27 |
4 | ესკიზის შექმნის შეცდომა: ჩინეთი - 104,5 | ესკიზის შექმნის შეცდომა: ჩინეთი- 22 |
5 | დროშა: უკრაინა უკრაინა - 97,5 | დროშა: უკრაინა უკრაინა - 22 |
საუკეთესო პირადი მაჩვენებლები (მედლები. აქ შედის საუკეთესო პერფორმანსისათვის გადაცემული მედლებიც)
ჩემპიონები | სულ მედლები (გუნდური) | ოქროს მედლები (პირადი) | სულ მედლები (პირადი) | სულ მედლები |
---|---|---|---|---|
ევგენი ბარეევი, ალექსეი დრეევი, სერგეი რუბლოვსკი (სამივე - რუსეთი), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა), ანატოლი კაპროვი (სსრკ), რაფაელ ვაჰანიანი (სომხეთი) - 2 | რაფაელ ვაჰანიანი (სომხეთი) - 5 | ვიქტორ კორჩნოი (შვეიცარია), რუსლან პონომარიოვი (უკრაინა), სერგეი რუბლოვსკი, ევგენი ბარეევი, პიოტრ სვოდლერი (სამივე - რუსეთი), რაფაელ ვაჰანიანი (სომხეთი) - 2 | ვასილი ივანჩუკი (უკრაინა) - 4 | რაფაელ ვაჰანიანი (სომხეთი),ვასილი ივანჩუკი (უკრაინა) - 8 |
ალექსეი დრეევი (რუსეთი), ვლადიმერ აკოფიანი (სომხეთი) - 4, | ევგენი ბარეევი (რუსეთი), რაფაელ ვაგანიანი (სომხეთი), ვიქტორ კორჩნოი (შვეიცარია), ლარი კრისტიანსენი (აშშ) - 3 | ევგენი ბარეევი(რუსეთი) - 6 | ||
ევგენი ბარეევი, სერგეი რუბლოვსკი (ორივე - რუსეთი), სმბატ ლპუტიანი, აშოტ ანასტასიანი (ორივე - სომხეთი), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა) - 3 |
საუკეთესო პირადი მაჩვენებლები
ჩემპიონატებში მონაწილეობა | ჩატარებული პარტიების რაოდენობა | მოგებული პარტიების რაოდენობა | პროცენტული მაჩვენებელი (25 პარტიაზე მეტი) |
---|---|---|---|
რაფაელ ვაჰანიანი (სომხეთი) ვასილი ივანჩუკი (უკრაინა)- 6 | ვასილი ივანჩუკი (უკრაინა) - 46 | ვასილი ივანჩუკი (უკრაინა) - 19 | ვიქტორ კორჩნოი (შვეიცარია) - 65,7 |
ხესუს ნოგეირასი (კუბა) - 5 | ვიქტორ კორჩნოი (შვეიცარია) - 35 | რაფაელ ვაჰანიანი (სომხეთი), ვიქტორ კორჩნოი (შვეიცარია) - 12 | ვასილი ივანჩუკი (უკრაინა) - 64,1 |
რაფაელ ვაჰანიანი (სომხეთი) - 33 | ლარი კრისტიანსენი (აშშ), ევგენი ბარეევი (რუსეთი) - 10 | სმბატ ლპუტიანი (სომხეთი) - 63,0 |
საქართველოს ნაკრები ორჯერ მონაწილეობდა მსოფლიოს ჩემპიონატებში, ერთხელ ქალთა (1997 წელს) და ერთხელაც ვაჟთა ნაკრები (2005 წელს). ერთადერთი ინდივიდუალური ბრინჯაოს მედალი თავის დაფაზე მოიპოვა მერაბ გაგუნაშვილმა.