შინაარსზე გადასვლა

კონსტანტინე მუხრანბატონი (სამხედრო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მუხრანბატონი, კონსტანტინე ივანეს ძე)

კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონი (დ. 24 დეკემბერი, 1838 ― გ. 2 მაისი, 1903) — ქართველი მემამულე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, საზოგადო მოღვაწე.

ფაილი:Constantine Bagration of Mukhrani.jpg
კონსტანტინე მუხრანბატონი

დაიბადა ივანე მუხრანბატონისა და ნინო ლევან V-ის ასულ დადიანის ოჯახში. მონაწილეობდა ყირიმის ომში (1853-1856), აგრეთვე ბრძოლებში დაღესტნის დასამორჩილებლად. რუსეთ-თურქეთის 1877-1878 ომში მეთაურობდა პოლკს. ომის შემდეგ სამხედრო სამსახურს თავი დაანება და ხელი მოჰკიდა მეურნეობას, რომელიც კაპიტალისტური გზით ვითარდებოდა. რამდენიმეჯერ იყო არჩეული თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად (მარშალი). 1895 წელს იმპერატორმა უბოძა სამეფო სახლის ეგერმაისტერობა და რამდენიმე ხანს პეტერბურგში ცხოვრობდა. მატერიალურად ეხმარებოდა ქართულ ეროვნულ დაწესებულებებს, ჰყავდა ბევრი სტიპენდიატი გიმნაზიებსა და უნივერსიტეტებში. დიდი თანხა გაიღო ქართული გიმნაზიის შენობის (შემდგომში უნივერსიტეტი) ასაგებად.

დაქორწინებული იყო ელისაბედ ნიკოლოზის ასულ ფალავანდიშვილზე. შვილები არ დარჩენიათ.

ლიტერატურა

  • გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;

რესურსები ინტერნეტში

კონსტანტინე მუხრანბატონისაქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი