შინაარსზე გადასვლა

მცირე ცთომილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მცირე ცთომილები)

Script error: No such module "Multiple image". მცირე ცთომილი[1] (ინგლ. minor planet, რუს. малая планета) — მზის სისტემის ციური სხეული, რომელიც არ კლასიფიცირდება, არც როგორც პლანეტა და არც როგორც კომეტა. 2006 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა გადაკლასიფიცირა „მცირე ცთომილები“ და კომეტებიჯუჯა პლანეტებად და მზის სისტემის მცირე სხეულებად.[2]

კლასიფიკაცია

არსებობს მცირე ცთომილთა კლასიფიკაციის სისტემა:

ტერმინოლოგია

ტერმინი ასტეროიდი (ვარსკვლავის მსგავსი) შემოღებული იყო ჰერშელის მიერ იმის საფუძველზე, რომ ისინი ტელესკოპში ვარსკვლავის მსგავსად დაიკვირვება წერტილოვან ობიექტებად, განსხვავებით პლანეტებისაგან, რომლებიც ტელესკოპში დაიკვირვებიან დისკოს სახით.

XX საუკუნეში აღმოჩენილია მხოლოდ 40 კმ-ზე ნაკლებ დიამეტრიანი მცირე ცთომილები. ყველა იმ მცირე ცთომილებს, რომელთა ორბიტა ზუსტადაა გამოთვლილი, საკუთარი სახელი და მუდმივი ნომერი აქვს. ასეთი ცთომილების რიცხვი 2500-ზე მეტია. მათზე ინფორმაცია ყოველწლიურად ქვეყნდება საერთაშორისო გამოცემაში „მცირე ცთომილების ეფემერიდები“ (ინგლ. „Ephemerides of minor planets“, რუს. «Эфемериды малых планет»).[7]

მცირე ცთომილების ორბიტები ძირითადად მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორისაა. მათ დიდი ექსცენტრისიტეტები აქვთ, ეკლიპტიკის სიბრტყისადმი საშუალო დახრილობა კი 9.54°-ია.

მათი ზედაპირი ძირითადად დაფარულია კრატერებით, რაც მცირე ზომის ციური სხეულების დაჯახებითაა გამოწვეული.

ცნობილი ასტეროიდების უმეტესობა განლაგებულია ასტეროიდთა სარტყელში, რომელიც მდებარეობს მზიდან 2.3-3.3 ა. ე.-ზე. მიუხედავად ასტეროიდთა სიმრავლისა (600 000-მდე), მათი საერთო მასა არ აღემატება დედამიწის მასის 1/2000-ს. ყველაზე კაშკაშა ასტეროიდი არის ვესტა. როდესაც ის მდებარეობს დედამიწიდან მინიმალურ მანძილზე, მისი სიკაშკაშე აღწევს 6.5 ვარსკვლავიერ სიდიდეს. ძალიან ბნელ ცაზე ვესტას დანახვა შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალითაც კი (ვესტა ერთადერთი ასტეროიდია, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალით არის შესაძლებელი).

ათასობით ასტეროიდის ორბიტა კვეთს დედამიწის ორბიტას. დედამიწის ახლოს მდებარე ასტეროიდები იყოფა სამ ჯგუფად: ათენის, აპოლოს და ამორის ჯგუფის ასტეროიდები.

ნეპტუნის ორბიტის მიღმა მდებარეობენ ტრანსნეპტუნური ობიექტები, რომლებიც ქმნიან კოიპერის სარტყელს. კოიპერის სარტყელი მრავალ მცირე ზომის ობიექტს (მათ შორის ჯუჯა პლანეტებსაც) შეიცავს.

პირველი ტრანსნეპტუნური ობიექტი აღმოჩენილი იყო 1930 წელს (პლუტონი).

იდენტიფიკაცია

წესის მიხედვით, ყველა ახლადაღმოჩენილ სხეულს უნდა მიენიჭოს საკუთარი აღნიშვნა, ხოლო მცირე ცთომილებზე ეს პროცესი სამი ეტაპისგან შედგება: პირველი, ობიექტი იღებს დროებით აღნიშვნას, რადგან ის მაინც შეიძლება შეცდომით აღმოჩნდეს ან დაიკარგოს. ეს სახელი რჩება ობიექტთან ორბიტალური პარამეტრების დადასტურებამდე და ზუსტად განსაზღვრამდე. მეორე, ობიექტი ინომრება, როგორც მცირე ცთომილი. მესამე, ობიექტს შეიძლება მიენიჭოს განსაზღვრული სახელი ნომრის ნაცვლად, თუმცა სახელს ატარებს ობიექტების ძალიან მცირე რაოდენობა. მაგალითად, შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:

  • 1932 HA — მინიჭებული დროებითი აღნიშვნა აღმოჩენის თარიღის (1932 წლის 24 აპრილი) მიხედვით;
  • (1862) 1932 HA — მინიჭებული რიგითი ნომერი 1862;
  • (1862) აპოლონი — სახელი მინიჭებულია, კოდი წყვეტს გამოყენებას.

რესურსები ინტერნეტში

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 254-255.
  2. Press release, IAU 2006 General Assembly: Result of the IAU Resolution votes, International Astronomical Union, August 24, 2006. Accessed May 5, 2008.
  3. «Asteroid Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted», MSN Encarta, Microsoft. Accessed May 5, 2008. 2009-11-01.
  4. Connors, Martin; Wiegert, Paul; Veillet, Christian (July 2011), "Earth's Trojan asteroid", Nature 475 (7357): 481–483, , PMID 21796207
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Trojan Minor Planets. ციტირების თარიღი: 2020-04-01
  6. თარგი:Статья
  7. Эфемериды малых планет

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted