ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
| |||||
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} | ||||
[[მხარე]] | სამცხე-ჯავახეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
შიდა დაყოფა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საკრებულოს თავმჯდომარე |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
დაარსდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
პირველი ხსენება | [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] | ||||
ფართობი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მოსახლეობა | 24 491[1] კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 18,1 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
სომხები 95,0 % ქართველები 4,2 % რუსები 0,8 %[2] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა |
გრიგორიანები 80,8 % კათოლიკეები 12,1 % მართლმადიდებლები 3,6 % მუსლიმები 2,2 %[3] | ||||
გაუქმდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
სასაათო სარტყელი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
სატელეფონო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საფოსტო ინდექსი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საავტომობილო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური საიტი | ninotsminda.ge | ||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ნინოწმინდა.
ისტორია
მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრაში შედიოდა, 1917-1930 წლებში — ახალქალაქის მაზრაში, 1930 წლიდან გამოეყო ახალქალაქის მაზრას „გორელოვსკის რაიონის“ სახელწოდებით. 1933 წლის 14 ივლისიდან ეწოდა „ბოგდანოვკის რაიონი“. 1991 წლიდან „ნინოწმინდის რაიონია“, ხოლო 2006 წლიდან — „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი“.
ბუნება
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფართობი 1353,9 კმ²-ს შეადგენს. იგი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე, ახალქალაქის პლატოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხანჩალის ტბის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1950-2200 მ სიმაღლეზე. მისი უდაბლესი წერტილია 1800 მ (ფარავნის ტბა), უმაღლესი — 3189 მ (მთა გოდორები).
მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის, ხოლო სამხრეთი საზღვარი ნიალისყურის ქედს მიჰყვება, რომელიც სომხეთს ესაზღვრება. ჩრდილოეთით სამსრისა და ჯავახეთის ქედების შემაერთებელი სერით წალკის მუნიციპალიტეტისაგან არის გამოყოფილი, დასავლეთით სამსრის ქედით ახალქალაქის მუნიციპალიტეტს, ხოლო აღმოსავლეთით კი ჯავახეთის ქედის თხემით - დმანისის მუნიციპალიტეტს ემიჯნება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი 3 მთის მასივისგან შედგება (აღბაბა, თრიალეთის ქედი და სამსრის ქედი). რელიეფი ნამარხი ვულკანებით და სიმაღლეებით ხასიათდება. მუნიციპალიტეტი 7-8 ბალიან სეისმურ ზონაში მდებარეობს.[4]
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ვაკე ნაწილის თიხნარებზე და ბაზალტების გამოფიტვის პროდუქტებზე, მთის შავმიწები და გამოტუტული შავმიწები ჭარბობს. მაღლობებისა და ქედების ქვედა კალთებზე შავმიწისებრი და მთის მდელოს ნიადაგებია გაბატონებული. შუა და ზედა კალთებზე კი კორდიანი და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგებია გავრცელებული. დაჭაობებული ტაფობების ძირზე ხშირია ნესტიან-მდელოს და ჭაობის ნიადაგები.
ჰავა
ჰიპსომეტრიული განვითარების მნიშვნელოვანი დიაპაზონის გამო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ზეგნის სხვადასხვაგვარი კონტინენტური ჰავაა. ზამთარი ცივი, მცირეთოვლიანია, ზაფხული — გრილი. იანვრის საშუალო ტემპერატურა მინუს 10,6 °C, აგვისტოს პლიუს 13,1 °C (ზამთარში ტემპერატურა მინუს 38 °C აღწევს). ნალექები 733 მმ-ია წელიწადში, მაქსიმალური ივნისში — 116 მმ, მინიმალური დეკემბერში - 30 მმ. თოვლის საბურველის ხანგრძლივობაა 100 დღე. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2479 სთ. აღწევს.
შიდა წყლები
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ფარავანი მცირე შენაკადებითურთ. მუნიციპალიტეტი ცნობილია ტბათა სიმრავლით: ფარავანი, მადათაფა, ხანჩალი, საღამოს ტბა, ბუღდაშენის ტბა და სხვა. ნინოწმინდაში ბევრია მიწისქვეშა წყლები, რაც ჯავახეთისთვის დამახასიათებელია. მუნიციპალიტეტი დანაწევრებულია პატარა მდინარეებითა და წყაროებით. ტბებსა და მდინარეებში ბევრი და მრავალი სახეობის თევზია (კალმახი, ქაშაპი, ხრამული, ფრიტა, კობრი, მტკვრის წვერა და სხვა).
ფლორა და ფაუნა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფლორა შედგება ძირითადად ალპური ზონის მახასიათებლებით. უმეტესი ნაწილი უტყეოა, დაფარულია მთის და მდელო-ველის მცენარეულობით. ტბების ირგვლივ დაჭაობებულ ტაფობებში გავრცელებულია წყლისა და ჭაობის მცენარეულობა. 2200 მეტრზე მაღლა იწყება სუბალპური და ალპური მდელოები. ნინოწმინდაში გავრცელებულია სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეები: ჭინჭარი, პიტნა, გვირილა, ჟოლო, ასკილი და კრაზანა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ბინადრობენ მთიანი ზონისთვის დამახასიათებელი ცხოველები და მღრღნელები: მელა, მგელი, კურდღელი, ზღარბი, მაჩვი, თრითინა, წავი, ტურა, თაგვი, ზაზუნა, თხუნელა, ვირთხა, ნუტრია და სკუნსი. იმის გამო, რომ ჯავახეთის ზეგანი მდიდარია ტბებით, წყალმცურავი ფრინველების სამყარო მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ 200-მდე სახეობის ფრინველი იყრის თავს, მათ შორის მიგრანტები, ზაფხულის ბინადრები, ბუდის მკეთებელი, აგრეთვე წყლის ფრინველები.
წიაღისეული
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის პემზისა (დილიფი), ვულკანური წიდის (გორელოვკა), კირქვის, ბაზალტის, პერლიტის, თიხის საბადოები, მოდის მინერალური წყლები (დილიფი).
მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა — 24 491 კაცი; სიმჭიდროვე — 18,1 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 32 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 31 სოფელი.
აღწერის მონაცემები
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 38 935 |
2002 | 32 561 |
2014 | 24 491 |
2021[5] | 18 900 ესკიზის შექმნის შეცდომა: |
ადგილობრივი თვითმმართველობა
ადმინისტრაციული ერთეულები
ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო. საკრებულოში არის შემდეგი კომისიები: სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისია, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია, სოციალურ საკითხთა კომისია.
მმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია:
- 1 ქალაქი — ნინოწმინდა;
- 9 თემი — განძანი, გონდრიო, გორელოვკა, დიდი ხანჩალი, ეშტია, სათხე, ტამბოვკა, ფოკა, ჯიგრაშენი.
საკრებულო
პარტია | 2017[6] | 2021[7] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 24 | 25 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხალხის ძალა | 2თარგი:Efn | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 1 | 1 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 26 | 30 |
ეკონომიკა
სოფლის მეურნეობა
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 117 000 ჰა, 24 000 ჰა - სახნავ-სათესია, 7000 ჰა - სათიბი და 96 000 ჰა - საძოვარი. სოფლის მეურნეობაში წამყვანია მეცხოველეობა, მარცვლეულის მოყვანა და მეკარტოფილეობა. გავრცელებულია საგაზაფხულო თავთავიანი და საკვები კულტურები: ქერი, საშემოდგომო ხორბალი, კარტოფილი და ბოსტნეული. განვითარებულია მეფუტკრეობა, მუნიციპალიტეტში 3000-ზე მეტი სკაა.
მეცხოველეობაში გავრცელებული საქმიანობაა რძისა და ყველის წარმოებაა. მოქმედებს 30-მდე რძის გადამამუშავებელი საწარმო და ყველის ქარხანაა, ასევე ორი ხორცკომბინატი. ასევე მისდევენ თევზის (კალმახი) ხელოვნურ მოშენებას.
მრეწველობა
მრეწველობა სუსტადაა განვითარებული. მოქმედებს ბაზალტის ქვის გადამამუშავებელი და მსუბუქი კედლების ბეტონის ბლოკის საამქროები. ნინოწმინდის ელექტროენერგიით მომარაგება წუნდას ელექტროგადამცემი ხაზებით ხორციელდება, რომელთა სიმძლავრე 35 კილოვატს შეადგენს.
ტრანსპორტი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ახალი მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომავალში გაივლის ბაქო-ყარსის რკინიგზის ხაზი. ნინოწმინდიდან რეგულარული საავტომობილო მიმოსვლაა ახალციხეში, წალკაში და ერევანში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს11.
კულტურა
მუნიციპალიტეტში 38 საჯარო სკოლაა, მათგან 31 სომხურია, 4 ქართული და 3 რუსული. სკოლებში 4447 მოსწავლე სწავლობს და 935 მასწავლებელი ასწავლის. მოქმედებს 15 ბიბლიოთეკა, 3 თეატრი, მათ შორის ნინოწმინდის სახალხო თეატრი და 4 მუზეუმი: ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმი სოფელ განძანში, ვიქტორ ჰოვსეფიანის სახლ-მუზეუმი ეშტიაში, დუხობორთა ეთნოგრაფიული მუზეუმი გორელოვკაში და საბრძოლო დიდების მუზეუმი ნინოწმინდაში. მუნიციპალიტეტში მოქმედებს ნინოწმინდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი.
მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ივლისის მესამე კვირას აღინიშნება სასულიერო დღესასწაული „ვარდავარი“. „ვარდავარი“ სიხარულის, გართობის, სიყვარულის და მოსავლის სიუხვის სიმბოლოა. გასათხოვარი გოგოები „ვარდავარს“ უკავშირებენ თავიანთი ბედნიერების პოვნას. ისინი შვიდი წყაროდან იღებენ წყალს და ახალგაზრდა ბიჭებს სთავაზობენ.
ღირსშესანიშნაობები
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის როგორც მართლმადიდებლური, ასევე სომხური ეკლესიები ფოკაში, განძანში, სათხეში, როდიონოვკაში, დიდ გონდრიოში, თორიასა და საღამოში.
საერო ხასიათის ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია XII საუკუნის ხიდი სოფელ ყაურმაში, სათხესა და თორიას ციკლოპური ციხეები, „ქოროღლის“ ციხის ნანგრევები ასფარაში.
გალერეა
-
ფარავნის ტბა
-
ეკლესია სოფელ ეშტიასთან
-
მდინარე ფარავანი
-
ეკლესია საღამოს ტბასთან
-
სომხური კათოლიკური ეკლესია განძანში
რესურსები ინტერნეტში
შენიშვნები
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ georgia-religion2014
- ↑ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი, გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-31. ციტირების თარიღი: 2010-09-20.
- ↑ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017 გვ. 47-48. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-21[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021 გვ. 58-59. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-21[მკვდარი ბმული]
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
|