ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია
ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია, შემოკლებით ოპეკი (ინგლ. Organization of the Petroleum Exporting Countries, OPEC) — კარტელი, რომელშიც შედიან ნავთობმწარმოებელი ქვეყნები ალჟირი, ანგოლა, ეკვატორული გვინეა, გაბონი, ირანი, ერაყი, ქუვეითი, ლიბია, ნიგერია, კონგოს რესპუბლიკა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ვენესუელა. ორგანიზაციის ყოფილი წევრები არიან ინდონეზია, ეკვადორი და კატარი. 1965 წლიდან ოპეკის საერთაშორისო შტაბ-ბინა ვენაში, ავსტრიაში მდებარეობს.
ორგანიზაციის მთავარი მიზანი, წესდების მიხედვით, მის წევრების ინტერესების, ინდივიდუალური და კოლექტიური, ოპტიმალურად დაცვის საშუალებების გასაზღვრაა, რაც ითვალისწინებს გზებისა და საშუალებების გამონახვას საერთაშორისო ნავთობის ბაზრებზე ფასების სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად, ზიანის მომტანი ცვალებადობის თავიდან ასაცილებლად. მწარმოებელ ქვეყანათა ინტერესების მუდმივი დაცვა გამოიხატება მათთვის სტაბილური შემოსავლის უზრუნველყოფაში; ეფექტიანი, ეკონომიური და მუდმივი მიწოდება მომხმარებელი ქვეყნებისთვის, ასევე მომგებიანობის გარანტია კაპიტალზე, მათთვის ვინც ამ ინდუსტრიაში ინვესტიციას ახორციელებს.
ოპეკის გავლენა ბაზარზე ყოველთვის მასტაბილიზებელი არ ყოფილა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო 1973 წლის ნავთობის კრიზისის დროს მის მიერ ნავთობის ემბარგოს გამოყენების მცდელობა, რაც მაღალი ინფლაციის მიზეზი გახდა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში. ოპეკის გავლენა ნავთობის ფასებზე მას შემდეგ შედარებით დაბალია, მექსიკის ყურის, ჩრდილოეთის ზღვის ჭაბურღილების განვითარებისა და ბაზრის მოქნილობის ზრდის გამო. მიუხედავად ამისა, ოპეკი დღემდე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნავთობის მიწოდებაზე და შესაბამისად მის ფასებზე მსოფლიო ბაზარზე. ეს ორგანიზაცია კარტელის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია სასწავლო სახელმძღვანელოებში.
წევრები
ორგანიზაციას 13 წევრი ჰყავს. ქვემოთ ჩამოთვლილია გაწევრიანების თარიღის მიხედვით.
- ანგოლის დროშა ანგოლა (2007)
- ალჟირის დროშა ალჟირი (ივლისი 1969)
- ესკიზის შექმნის შეცდომა: გაბონი (1975-1995, 2016)
- ეკვატორული გვინეის დროშა ეკვატორული გვინეა (2017)
- ესკიზის შექმნის შეცდომა: კონგოს რესპუბლიკა (2018)
- ლიბიის დროშა ლიბია (დეკემბერი 1962)
- ესკიზის შექმნის შეცდომა: ნიგერია (ივლისი 1971)
- დროშა: ირანი ირანი (სექტემბერი 1960)
- ერაყი (სექტემბერი 1960)
- ესკიზის შექმნის შეცდომა: ქუვეითი (სექტემბერი, 1960)
- ესკიზის შექმნის შეცდომა: საუდის არაბეთი (სექტემბერი 1960)
- არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები (ნოემბერი 1967)
- ვენესუელის დროშა ვენესუელა (სექტემბერი 1960)
- ყოფილი წევრები
- ინდონეზიის დროშა ინდონეზია (1962-2008, იანვარი-ნოემბერი 2016)
- კატარის დროშა კატარი (1961-2019)
- ეკვადორის დროშა ეკვადორი (1963-1993, 2007)
ოპეკის ოფიციალური ენა არის ინგლისური, თუმცა ოპეკის წევრი ქვეყნების უმრავლესობის ოფიციალური ენა არაბულია (შვიდი წევრი ქვეყანა არაბულია). მხოლოდ ერთი წევრი ქვეყნის - ნიგერიის - ოფიციალური ენა არის ინგლისური.
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი
- Concise Encyclopedia of Economics: OPEC
- OPEC Timeline by Nicolas Sarkis, from Le Monde diplomatique, May 2006
- The OPEC Fund for International Development (OFID) official site
- Stefan Schaller on OPEC's inability to contol the market Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Statistics of the fuel oil prices from 2010 to 2011 in Germany Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted