პათოლოგიური ანატომია
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან პათოლოგიური მორფოლოგია)
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/71/Breast_invasive_scirrhous_carcinoma_histopathology_%281%29.jpg/300px-Breast_invasive_scirrhous_carcinoma_histopathology_%281%29.jpg)
პათოლოგიური ანატომია, პათოლოგიური მორფოლოგია — მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში პათოლოგიური პროცესების სტრუქტურულ საფუძვლებს და პათოგენეზის მორფოლოგიურ ასპექტს. განარჩევენ ზოგად, სპეციალურ, კლინიკურ და კერძო პათოლოგიური ანატომიას.
- ზოგადი პათოლოგიური ანატომია შეისწავლის ავადმყოფური პროცესების (სისხლის მიმოქცევის მოშლა, დისტროფია, ანთება, სიმსივნე და სხვა) მორფოლოგიას.
- სპეციალური პათოლოგიური ანატომია შეისწავლის ავადმყოფობის სტრუქტურული საფუძვლების დინამიკას კლინიკურ გამოვლინებებთან კავშირში, აგრეთვე ავადმყოფობის გამოსავალსა და მიზეზებს.
- კერძო პათოლოგიური ანატომია შეისწავლის სხვადასხვა ორგანოში განვითარებულ პათოლოგიურ ცვლილებებს.
- კლინიკური პათოლოგიური ანატომია ითვალისწინებს პათოლოგიურ პროცესთა და ავადმყობათა მაკრო- და მიკრომორფოლოფიურ დიაგნოსტიკას, ავადმყოფობათა კატეგორიებად დაყოფას, კლინიკური და პათოლოგანატომიის დიაგნოზის დაპირისპირებას, პათოლოგანატომიის დოკუმენტაციას, კლინიკურ-პათოლოგანატომიის კონფერენციების ორგანიზაციასა და ჩატარებას და სხვა.
პათოლოგიური ანატომია შეისწავლის გვამს, ბიოფსიურ, ქირურგიულ და ექსპერიმენტულ მასალას, რისთვისაც იყენებს პათოლოგანატომიური გაკვეთის, ბიოფსიის, ექსპერიმენტული, მაკრო- და მიკრომორფოლოგიურ მეთოდებს.
რესურსები ინტერნეტში
- College of American Pathologists
- American Board of Pathology
- CYTOPATHNET Online Resource Center for Cytopathology Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Histology Group of Victoria Incorporated Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Flickr group: Pathology and Lab Medicine